RSS

„ჩემი გამომცემლობისგან“ ლიტერატურული კონკურსი – “ჩემი მთის სული”

12 იან

უკვე დიდი ხანია ჩვენი ქართული მთები ხალხისაგან იცლება, კიდევ ცოტა თუ შემორჩა სადარაჯოდ მშობლიურ კერას, რაც ესოდენ გვადარდიანებს, თუმცა ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი განვითარების პირობებში კაცსაც ძნელად თუ გაემტყუნება მთის მკაცრი ცხოვრების მიტოვება. ჩვენი კონკურსის მიზანია საზოგადოებაში მთის ცხოვრების რომანტიზება და იმ ხალხის ერთგვარი მხარდაჭერა, რომლებიც კვლავინდებურად შეუპოვრად ინარჩუნებენ მთიანი მხარის სულსა და პირქუში ცხოვრების იერს არ უშინდებიან. ასევე ამ კონკურსით გვინდა გამოვავლინოთ ჯერ კიდევ უცნობი ნიჭიერი ავტორები და მათი შემოქმედება საზოგადოებას გავაცნოთ, რითაც ხელი შეეწყობა ქართული მწერლობის განვითარებას და წიგნიერების მეტად პოპულარიზაციას.✍️📖

📩საკონკურსოდ მიიღება მოთხრობა(პროზაული ნაწარმოები), რომლის თემატიკაც, კონკურსის სახელიდან გამომდინარე, მთის ცხოვრებასა და მშვენიერებას ეძღვნება. 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით „ჩემი გამომცემლობის” მეილზე – mypublishinghous@gmail.com თქვენს მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, რომლის მოცულობაც პირობითად არ აღემატება ელექტრონულად ნაბეჭდ 20 გვერდს და რომელიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. თითოეული კონკურსანტისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები. ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, რომელშიც მითითებული იქნება პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, შეიძლება ფსევდონიმის გამოყენებაც, თუმცა ნამდვილი სახელი და გვარის გამოგზავნა აუცილებელია, რომლსაც არ გავახმაურებთ), საკონტაქტო ინფორმაცია და ერთი ფოტოსურათი. კონკურსანტი დასტურის სახით მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ნაწარმოები აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს და იგი დაშვებულია ჟიურის მიერ განსახილველად. გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ კონკურსის დასახელება “ჩემი მთის სული”.📨

🎗აპრილის ბოლოს გამოცხადდება 10 საუკეთესო ნაწარმოები, რომელთა კრებულიც წიგნის სახით გამოიცემა, ხოლო მაისის ბოლოს შედგება წიგნის პრეზენტაცია და გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელთა ვინაობაც კონკურსის დასკვნით დღეს გახდება ცნობილი.🎊🎁📚

✅კონკურსი წელს პირველად ტარდება და საზოგადოების აქტიურობის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ რეგულარული სახე მიეცემა.💥

❤️წარმატებებს გისურვებთ❤️

#ჩემიგამომცემლობა
#ჩემიმთისსული
#ლიტერატურულიკონკურსი

კონკურსის მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი http://www.epn.ge ;  https://epilogi.ge/ და http://www.ekofact.com

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 12/01/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი