RSS

ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს

ლანა ლობჯანიძე

,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

შენც ადექი და ხე დარგე“

   მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. „Green, Green and Green“, (მწვანე, მწვანე და მწვანე) – ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება.  ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ-ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, – ამბობს ის.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 10/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა                  

ანანო ბლიაძე

„ზოგიერთ სოფელში თბილი წყალი სკოლიდან მეზობლებმა სახლებშიც გადაიყვანეს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „სენის“ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ზემო აჭარის სკოლებში პროექტის ტექნიკური შემსრულებელი ინდ.მეწარმე ემზარ ბერიძე და აღნიშნავს, რომ მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის, სადაც ელექტროენერგიისა თუ გაზმომარაგების მიწოდება შეზღუდულია, ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელსა და კომფორტს წარმოადგენს.

 ადგილობრივებისგან გავარკვიეთ, რომ მზის წყლის გამათბობლებსა და ფოტოვოლტაიკურ ბატარეებს, თავდაპირველად დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია: „თავიდან არ იცოდნენ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ახალი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცის მოქმედება ხეების მასიურ გაჩეხვაში წვლილს არ შეიტანდა, თუმცა ეკოკლუბების, ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟების, მისი სარგებლიანობის დანახვისა და ცნობიერების ამაღლების ხარჯზე, ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც ახალი პერსპექტივის დანახვა შესაძლებელი გახადა”,- ამბობს ქედის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები აჭარის მაღალმთიან სკოლებში

მელანო ჭეიშვილი

ზემო აჭარის სკოლებში ზარი დაირეკა. „ჯალაბაშვილების“ სკოლაში 13 მოსწავლის 14 მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს მორჩა და თბილ სამასწავლებლოში შეკრებილი მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ დღის ამბებს. აქ ბავშვებს ვერ მივუსწარით, თუმცა ვნახეთ ენერგოეფექტური ღუმელებით, როგორ თბება ხისგან ნაგები ძველი სკოლა, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან დადიან მოსწავლეები. სკოლაში, სადაც ხანდახან კლასში თითო ბავშვია, ყველა კლასი ენერგო ეფექტური ღუმელით თბება. სკოლაშიც ისეთი სითბო და სიმყუდროვეა ბავშვებსაც უხარიათ სწავლა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მედიატური ქედასა და აბაშაში

რამდენიმე დღის წინ, CENN-ის პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქედისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მედიატური გაიმართა. მედიატურის მიზანი იყო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შეშის ალტერნატიული ენერგიის მოხმარებისა და წარმოების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 30/11/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ოშოს კიდევ ორი წიგნი “ჩემი გამომცემლობიდან”

გამომცემლობამ “ჩემი გამომცემლობა” გამოსცა, მისტიკოსი ოშო რაჯნიშის კიდევ ორი წიგნი “ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ” და “ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი”. ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 22/11/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მუდმივად სტიქიის მოლოდინი

ოლიკო ცისკარიშილი

წყლის რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობისათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და გარემოს შენარჩუნებაში. მოსახლეობის,  მრეწველობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის წყლით უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნების ნორმალური ფუნქციობისათვის.

დღეისათვის, საქართველოში, 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/10/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მდინარეების წყალმოვარდნები – რეალური საფრთხე

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემს უბანში, ვაზისუბანში, კორპუსების გაცხოველებული მშენებლობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანს პატარა მდინარის კალაპოტზე აშენებენ. გზის სავალი ნაწილის გამო, ეს პაწაწინა მდინარე ვაზისუბნულა, ისედაც გვირაბში გადის და მერე ვაზისუბანსა და ვარკეთილს შორის მდებარე ხევში ჩაედინება. მერე ალბათ მტკვარსაც უერთდება. რამდენიმე წლის წინ ვერეს ხეობაშიც ასე მოედინებოდა უწყნინარად ვერეს მდინარე, ვიდრე კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდით და ადამიანების სიცოცხლე არ შეიწირა. სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ ვუყურებ შიშით – ჩვენი პაწაწინა მდინარეც არ გაბრაზდეს და თავზე წამომდგარი შენობა არ ჩამოანგრიოს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 16/10/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

პლასტმასაჭამია სუპერგმირები არ არსებობენ!

ია იაკობაშვილი

ის გამოთქმა თუ გახსოვთ, ყველაზე საშიში უხილავი მტერია, ნაცარში დამალულ ნაკვერჩხალს რომ ჰგავსო. ახლა სწორედ ამ მტერზე უნდა მოგიყვეთ.

მარილი, თაფლი, რძე, სასმელი წყალი, თევზი, შამპუნი, კბილის პასტა, ტუჩსაცხი – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ და რომლებიც პლასტმასას წვრილ ნაწილაკებს, მიკროპლასტმასს, შეიცავს. მათი ზომა 5 მმ-ზე მცირეა, შესაბამისად, შეუიარაღებელი თვალისთვის მათი შემჩნევა შეუძლებელია.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/09/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ბლოგი იმაზე, თუ როგორ ვერ გადავიღე აჭში წმინდა გიორგის ფრესკა

ამ ადგილზე უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ფრესკა, რომელსაც გველეშაპი დაბმული ყავს

გადავწყვიტე ბლოგი დამეწერა…

გურიაში პირველად ვიყავი… ამ წელს ზოგადად, პირველად გავედი ქალაქიდან, უბნიდან, სახლიდან… რეგულაციებისა და კიდევ ბევრი პრობლემების გამო, ვეღარც ეკოფაქტზე ვწერ… თუმცა ვინც წლების განმავლობაში თვალს ადევნებდა ეკოფაქტს, ფაქტობრივად, ტურიზმის განვითარებაზე ეკოფატმა დაიწყო მუშაობა. მეც დავდიოდი და ვიღებდი და ვწერდი ტურისტულ ადგილებზე, ეკლესიებზე, ეკოტურიზმზე და ა.შ. და ა.შ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/08/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“

გამოვიდა “ჩემი გამომცემლობის” ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს,

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 20/07/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე