RSS

გარემოსდაცვითი აქცია „დარგე შენი მომავალი” თელავში

23 Mar

tye 4გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას “დარგე შენი მომავალი”.

24 მარტს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ეწვევიან თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც გაიმართება გამწვანების აქცია.

აქციის ფარგლებში ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე. ღონისძიების მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.

24 მარტს გამწვანების აქცია თელავის უნივერსიტეტში გაიმართება 10:30 საათზე,თელავისმზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში – 12:30 საათზე.

აგრეთვე 14:00 საათზე, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება ხათუნა გოგალაძის შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

აქცია „დარგე შენი მომავალი” ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s