იყალთოში შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლი კახეთში, თელავიდან 7-8 კმ დაშორებით მდებარეობს, რომელშიც შედის VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI – XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად შენობა VIII – IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და სპეციალისტთა ვარაუდით, აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი, ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ – მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო, ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია – აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი.
ისტორიული მოვლენებიდან აღსანიშნავია მძიმე ფაქტი როდესაც, 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.
იყალთოს აკადემია, XI-XII საუკუნების საქართველოში წარმოადგენდა უმაღლეს სასწავლებელს. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსას. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათისაკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი).
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიაში სწავლობდა ქართველთა საამაყო პოეტი, ფილოსოფოსი უდიადესი ნაწარმოების “ვეფხისტყაოსნის” ავტორი შოთა რუსთაველი.
სამების ტაძარი – XI საუკუნე
მონასტრის ერთ-ერთი უძველესი ბაგებობაა. მის სამხრეთ ნაწილში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა სამი უძველესი, მცირე ზომის ეკლესია, შუა საუკუნეების მარანი
(XI-XIII სს) და სხვა დამხმარე ნაგებობები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, სავარაუდოდ, წინამძღვრის სახლია.
სასულიერო აკადემია – VII-IX საუკუნეები
ერთერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი ნაგებობა. აკადემია ორსართულიანი ყოფილა. მის დასავლეთით, მონასტრის ყველაზე ძველი ნაგებობა – სატრაპეზოა განლაგებული.
საწნახელი – VII საუკუნე
საწნახელი დიდი და მოწესრიგებული სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კარგად შემონახული ნაგებობაა. XX საუკუნის 60-70 წლებში ჩატარებულნა არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ საწნახელი დიდი მარნის ნაწილია.
ამჟამად, რამდენიმე წლის წინ, ჯეოსელის მიერ აღდგენილ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები მიდის. ეს ადგილი ცოტა ხანში, არა მარტო ადგილობრივი ტურისტებისთვის, უცხოეილი ვიზიტორებისთისაც, არამარტო საინტერესო, კომფორტულიც იქნება.