RSS

ჩემი თვალით დანახული ჭაობი

23 Jan

xanchali --8ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში: „ჩემი თვალით დანახული ჭაობი’’.

კონკურსი ეძღვნება ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება. რეგიონში ბიომრავალფეროვნების, გადამფრენი ფრინველებისათვის საჭირო გზის უზრუნველსაყოფად, ასეთ ტერიტორიებს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ჭაობებით და მათ აქტიურ ჩართვას ჭაობების შესწავლასა და გამოყენებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი დაიწყება 26 დეკემბერს და დასრულდება 24 იანვარს. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ჭაობის მოდელი ან მაკეტი და ნამუშევარს შეურჩიონ სახელი (სახელი უნდა შეესაბამებოდეს ჭარბტენიანი ტერიტორიების თემას). ნამუშევრის ამსახველი 3 ფოტოსურათი უნდა გამოიგზავნოს ელ.მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge. ჭაობის მოდელის ან მაკეტის დასამზადებლად კონკურსანტებს ნებისმიერი მასალის გამოყენება შეუძლიათ.

კონკურსის დასკვნითი, მეორე ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებისათვის 31იანვარს თსუ-ის პირველ კორპუსში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სკოლებისათვის კი 1 თებერვალს ქალაქ ფოთში ჩატარდება.

კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულებისთვის, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სკოლებიდან, გაიმართება ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s