ხვალ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, “გეოეარი” და “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ტარდება პროექტის “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში. კონფერენცია მიეძღვნება გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნება სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, “მწვანე არქიტექტურის” თანამედროვე ტენდენციების საკითხები.