აკაკი წერთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, იმერეთში, ახალ აღმოჩენილ კარსტულ მღვიმეს ეწოდა ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის, სახელი. ახალი მღვიმე “აკაკი წერეთელი” 23 თებერვალს გამოიკვლია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა. მღვიმე მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე. სოფელ სარეკის მაცხოვრებელ ბიძინა აბჟანდაძის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდოვან ფარდულში.
Monthly Archives: თებერვალი 2015
მღვიმე ,,აკაკი წერეთელი”
ეკო-ბანაკი „გარემო და ჩვენ“
აზერბაიჯანში, 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
სტორის ხეობის მომავალი – ჰესები თუ რეკრეაციული უბნები
რამდენიმე დღის წინ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განიხილადნენ სტორის ხეობის რეკრიაცულ ადგილების პოტენციალს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“, თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და თუშეთის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »
თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – თბილისის სახელმწიფო საკონცეტრო დარბაზი
მელიქიშილი ქუჩა ამ უზარმაზარი შენობით იწყება, რომელიც გასული საუკუნის 1971 წელს გაიხსნა – ეს მრგვალი ფორმის შენობა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაა და მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო. ამ საოცარი ნაგებობის არქიტექტორია ი. ჩხენკელია. მელიქიშვილის და ლენინის ქუჩების კუთხეში იდგა 1928 წელს აშენებული კოოპერატორთა სამსართულიანი სახლი “ალიონი”. ფილარმონიის ვესტიბიული ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს. დიდი დარბაზი 2317 მაყურებელს იტევდა, მცირე დარბაზი კი 662 მაყურებელს. დიდი საკონცერტო დარბაზის კედლები, რომელიც ახლა 2300 მაყურებელს იტევს, ხშირად ყოფილა უდიდესი ემოციებისა და აპლოდისმენტების მომსწრე. „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია და აქ იმართება ყველაზე გრანდიოზული კონცერტები და გასართობი შოუები, ჯაზ – ფესტივალები და ა.შ.
ქალები სოფლად
საქართველოში, სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ძირითადად ინფორმაციის არ ქონაა. ბევრ მათგანს უნდა საკუთარი მეურნეობის განვითარება, თუმცა ვერ ახერხებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამინისტროს სახელობითი საჩუქრის დიზაინზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამინისტროს სახელობითი საჩუქრის დიზაინზე
კონკურსის პირობები:
კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები
ქართველ მეკლდეურებს ყურადღება სჭირდებათ
ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლის პირველ სართულზე, განთავსებულია მეკლდეურთა და ალპინისტთა კლუბი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა გადაწყდა, აქ შენობის აგება, პირველი სართული მეკლდეურებს დაუთმეს, მეორე კი ჭადრაკს. მაშინ, საქართველოში, ორივე სპორტის სახეობა განთქმული იყო, თუმცა ჭადრაკი უფრო პოპულარული. სავარაუდოდ, შენობის გადაცემისას ამ ფაქტორმა გადაწყვიტა ის მომენტი, რომ მოჭადრაკეებს ორი სართული ერგოთ.
ჭარბტენიანობის საერთაშორისო დღე
ორ თებერვალს მთელს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თსუ ეკო კლუბისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ჭაობებით.