ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა.
Daily Archives: 13/01/2015
კალანდა :) ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას
თუშეთიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს.
ნაძვის ხე და ჩიჩილაკი არ გადაგდოთ ნაგვის ურნაში!!!
“ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ: სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვენენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.
ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ – მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.
ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტობრივად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ხოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს… რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.
თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.
დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.
მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე.