RSS

თუშეთიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

13 Jan

darTlo 023შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციას ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან შეატყობინეს, რომ 13 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, თიაქრის შეტევის გამო, 76 წლის ქრისტო ბუქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდებოდა მოხუცის ავტოტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ვერტმფრენით თელავის სამოქალაქო აეროდრომზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s