საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარზე ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი გამოვლინდა. ადგილზე კარგად იკითხება მოკირწყლული სავალი ნაწილი, რომლის უძრავ კულტურულ ფენებში გამოვლენილი კერამიკული მასალა ნაქალაქარს ძვ. წ. აღ XII-IX სს ათარიღებს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის წინასწარი განსაზღვრით ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული. არქეოლოგები ამ კატასტროფის თარიღს ძვ. წ. IX ს. ვარაუდობენ.