RSS

შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარი

14 Jan

Siraqi 001საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარზე ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი გამოვლინდა. ადგილზე კარგად იკითხება მოკირწყლული სავალი ნაწილი, რომლის უძრავ კულტურულ ფენებში გამოვლენილი კერამიკული მასალა ნაქალაქარს ძვ. წ. აღ XII-IX სს ათარიღებს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის წინასწარი განსაზღვრით ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული. არქეოლოგები ამ კატასტროფის თარიღს ძვ. წ. IX ს. ვარაუდობენ.

Siraqi 002არქეოლოგიური კვლევის დაწყებას საფუძლად უდევს 2014 წელს ჩატარებული სატელიტური გადაღებები, რომლის დაშიფრირების შედეგად, დიდი შირაქის ველის სავარგულ მიწის ნაკვეთად გამოყენებულ ტერიტორიაზე, მასშტაბური დასახლება გამოიკვეთა – ნაქალაქარის შიდა ციხე კილომეტრნახევარის სიგრძის გალავნითა და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული.

„დიდნაურის ნაქალაქარის“ სამხრეთ ნაწილში, 100 მ/კვ მიწის ფართობზე დაზვერვით-არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ექსპედიცია ახორციელებს.

ფოტოები აღებულია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s