RSS

ფოთის იპოდრომი – ვიზიტორებისთვის და იპოთერაპიისთვის

05 Sep

ipodromi 009ოლიკო ცისკარიშვილი

ფოთის იპოდრომში ფოთის მერიის მოწყობილი მედიატურის წყალობით მოვხვდი. ბედმა გამიღიმა და ყველაზე მამაც ცხენზეც კი ვისეირნე, მართალია სხვების დახმარებით, მაგრამ მაინც…

აი, ჯირითით კი სხვებმა იჯერეს გული.

იპოდრომი, ეს კიდევ ერთი ობიექტი ფოთში, რომლითაც ტურისტების დაინტერესება შეიძლება, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. არადა, თავის დროზე, ტურისტებისთვის კოტეჯებიც კი აშენდა, რომელიც ახლა უიმედოდ და უფუნქციოდ გამოიყურება.

ფოთის იპოდრომი ქალაქის განაპირასაა, პარკის უბანში, კოსტავას ქ. 200, მშენებარე აეროპორტის მახლობლად. ახლოს მდებარეობს. სამწუხაროდ, სადაც წლების წინ, იპოდრომი იყო, ეხლა იქ ზღვა ნავარდობს.

იპოდრომზე 20-მდე ცხენია. შელახული იპოდრომის ტერიტორიაზე, გარღვეული ღობეების მიღმა ახალდაბადებული კვიცები დედებთან ერთად სეირნობენ.

ipodromi 004პატარა მხედრები გრძელფეხება თეთრ ცხენს მაცნობენ – სემირამიდას, რომელმაც თურმე პატარების თქმით, სიცილიც იცის.

50-მდე პატარა მხედარს, სემირამიდას გარდა, ზეცა, ზური და უამრავი საყვარელი ბედაური ჰყავთ.

იპოდრომს ფოთის მერია აფინანსებს, თუმცა ეს თანხა მიზერულია, იმასთან შედარებით რაც რეალურად სჭირდება იპოდრომის გამართულად მუშაობას.

იპოდრომზე ვარჯიშების გავლა უფასოა, ასაკიც შეუზღუდავია, კვირაში მხოლოდ ერთხელ ისვენებენ. ვარჯიში იწყება დილის 9 საათზე და გრძელდება 11 საათამდე. მწვრთნეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითო ცხენი, დაახლოებით 500 კილოს იწონის, მათი გადაღლა არ შეიძლება და მხოლოდ რამდენიმე საათიანი ვარჯიშით შემოიფარგლებიან.

14 წლის გიორგი კვარცხელია, აქ ხშირი სტუმარია და ორი წელია, ცხენებზე ისეა შეყვარებული, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში აპირებს ამ სპორტს მისდიოს.

მისივე თქმით, ცხენებს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდებათ, ისინი უვლიან და ეფერებიან ცხენებს.

იშვიათად, მაგრამ იპოდრომს მაინც სტუმრობენ ტურისტები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ცხენით გასეირნების. მისი კეთილმოწყობის შემთხვევაში, ამ ადგილს უფრო ბევრი ტურისტი მიაკითხავს, ეს კი იმის გარანტია, რომ იპოდრომმა (საქართველოში სულ ორია თბილისსა და ფოთში) თავისი პრობლემები მოაგვაროს, უნაგირების ყიდვიდან დაწყებული (რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სასწავლო უნაგირის ფასი 500-დან 600 დოლარამდე მერყეობს), სამედიცინო პუნქტის მოწყობით დამთავრებული.

“იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ … თუმცა შეიძლება პრობლემების მოგვარება, თუკი ტურიზმი განვითარდება, – გვეუბნება 22 წლის გიორგი ჩხარტიშვილი, რომელიც 11 წლის ასაკიდან უზომოდაა შეყვარებული ცხენებზე და ახლა სხვებს ასწავლის ჯირითს. – პრობლემა უამრავია, ბავშვების გასახდელიდან დაწყებული, საშხაპე-ტვალეტით დამთავრებული,” – გვიყვება გიორგი.

ipodromi 007ფოთის სპოეტის სამსახურის უფროსის გიგა ბახტაძის თქმით,  შეიძლება იპოდრომზე ტურისტების მოზიდვა, თუკი შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან.

“ტურისტები ვერ ჩამოდიან, ინფრასტრუქრურა არაა მოწყობილი. იპოდრომის დაგეგმარებაში იყო კოტეჯები შესული, თუმცა ახლა უფუნქციოდაა. გვინდოდა ბიზნესმენები მოგვეზიდა, მაგრამ ვერ შევძელით, არ აქვთ ინტერესი,” – ამბობს გიგა ბახტაძე, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ფოთი შეძლებს წელში გამართვას და ტურისტების მოზიდვასაც. ასევე იმედიანადაა, ფოთის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, მისი აზრითაც ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი, გზები დასაგები და უამრავი პრობლემა მოსაწერიგებელი. “ორი კვირაა რაც მოვედით, ნომერ პირველი პრიორიტეტი  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარებაა, – გვეუბნება იგი და ფოთის მოსახლეობის დასაქმების პრობლემასაც ეხება, – ფოთში უდიდესი პრობლემაა დასაქმების პრობლემა, ტურიზმის განვითარებას შეუძლია ეს პრობლემაც მოაგვაროს.”

ისე, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ არა მარტო ტურიზმის განვითარებისთვისაა კარგი იპოდრომის შენარჩუნება და განვითარება, უძველესი დროიდან ცენებით მკურნალობდნენ კიდევაც.

ცხენით მკურნალობა – იპოთერაპია ცნობილი მეთოდია, რომლის დროსაც მკურნალის ფუნქციას  ცხენი ასრულებს. ცხენით სვლა მთელ ორგანიზმზე სასიკეთოდ მოქმედებს. ცენტრალური ნერვული, გულისა და საჭმლის მომნელებლი სისტემების მოქმედება ნორმალური ხდება, ასევე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ცხენით სვლა ხერხემალს ასწორებს, კუნთების დისტროფიას კურნავს, შარდგამომყოფი გზებისა და სასქესო ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. გამოთვლილია, რომ მხედრის პულსის სიხშირე წუთში 170 დარტყმას აღწევს, ხოლო სისხლის ცირკულაცია 5-10 ჯერ ძლიერდება. ამ დროს, თავად გულის კუნთში არავითარი უარყოფითი ცვლილება არ ხდება. ამდენად ცხენით სვლა სასარგებლოა გულით ავადმყოფებისა და ჰიპერტონიკებისთვის, რომლებსაც ტრენაჟორები და აერობიკა ეკრძალებათ. თერაპიის ეს სახეობა, ასევე რეკომენდირებულია სხვადასხვა ნევროლოგიული დარღვევების დროს. ცხენით სვლის დროს, მუშაობაში სხეულის ყველა ძირითადი კუნთია ჩართული.

ასე, რომ ფოთელებო და ფოთის სტუმრებო, ისარგებლეთ ფოთის უნიკალური შესაძლებლობით და ეწვიეთ იპოდრომს.

ipodromi 014

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s