ეს უკვე მერამდენედ, ტურისტები მაშველებმა ჩამოიყვანეს-გადაარჩინეს, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენ უმშვენიერეს სამშობლოში, სადაც უდიდესი ტურისტული პოტენციალია, არ კეთდება ტურისტული მარშრუტები. შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორები ვარაუდიდთ დადიან. ნუთუ სახელმწიფოს უფრო ძვირი არ უჯდება დაკარგული ტურისტების პოვნა-მოძიება, ვიდრე გამართული ტურისტული ქსელის ჩამოყალიბება დაუჯდებოდა.
დღესაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს.