RSS

ნიკო ნიკოლაძის კოშკი

06 Sep

nikoladze 003ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქ ფოთში, ფოთის საკათედრო ტაძრის შესასვლელთან, კოშკი დგას. ეს კოშკი ნიკო, ნიკოლაძის კოშკის სახელითაა ცნობილი.

ნიკო ნიკოლაძის, ხუთსართულიანი, კოშკი – ქალაქ ფოთისათვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. კოშკის რეკონსტრუქცია-შენარჩუნება ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. თავისი მოღვაწეობის წლებში, ქალაქ ფოთის თავი, ამ კოშკში ცხოვრობდა.

გადმოცემის თანახმად, 1578 წელს ფოთს თურქები დაპატრონებიან და ციხესიმაგრე აუშენებიათ. თურქეთისაგან განთავისუფლების შემდეგ 1870 წელს, შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს, კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სარეთულზე განთავსებულია მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელსაა დამზადებული, ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა და დღემდე მუშოაბს, თუმცა საათების კოშკის ოთხივე მხარეს იყო განთავსებული და ამჟამად, მხოლოდ ერთიღა ფუნქციონირებს.

nikoladze 006მექანიკური საათის გარდა, კოშკში უამრავი პრობლემაა დაგროვილი, თუმცა მისი მოგვარებით, უამრავი ტურისტის მოზიდვა იქნებოდა შესაძლებელი. შელახულ კოშკს და იქ მდებარე ინვენტარს დღესაც ყავს ნახვის მსურველი, ჩვენს ვიზიტამდე მას აზერბაიჯანელი ტურისტები სტუმრობდნენ. კოშკის თავიდან, ქალაქის უშნვენიერესი ხედი იშლება.

კოშკში ამავალი წითლად შეღებილ, შიდა კიბეებზე თითო ადამიანი ადის. კოშკის თითქმის ყველა სართულზე რესტავრირების მომლოდინე კარადები, მაგიდები, სკამები გვხვდება, რომლითაც ოდესღაც, ფოთელებისთვის, და არა მარტო ფოთელებისთვის საამაყო და დიდებული პიროვნება –  ნიკო ნიკოლაძე სარგებლობდა.

ფოთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი დავით შეროზია,  ნიკოლაძის კოშკში გიდობასაც გვიწევს და იმ მაგიდასთან მიგვიძღვება, რომელზეც მუშაობდა ორი საუკუნის წინანდელი რეფორმატორი. მაგიდას სასწრაფოდ სჭირდება რესტავრაცია.

“მისი  შენობიდან გატანაც კი შეუძლებელია. ამ მაგიდის თითოეული დეტალი განსაკუთრებულია. ორნამენტები ძვირფასი ლითონითაა შესრულებული და ყოველი მათგანი ორიგინალურია,” – გვეუბნება დავით შეროზია და იმედოვნებს, რომ გამოჩნდებიან ამ მაგიდის რესტავრატორები, რომლებიც კოშკშივე იმუშავებენ.

ნიკოლაძის კოშკ-მუზეუმს, რომელიც  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქვს ჩასატარებელი

nikoladze 011“ნიკოლაძის უნიკალურობა იმაშია, რომ თავისი რეფორმატორული ნიჭი ასახა ქალაქის განვითარებაში: იგივე პორტის მშენებლობით, ცხოვრების სტილით… ის რაც შეძლო და დანერგა იმდროინდელ საქართველოში, წმინდა ევროპული გაგებაა. მაშინ მსოფლმხედველობის ჭიდილი იყო, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ამის სინთეზი დიდმა ნიკომ შეძლო. იმ თაობის გამოჩენილ ქართველებში განსაკუთრებული პიროვნება იყო,” – გვიყვება დავით შეროზია და მკითხველს მაინც მოვუყვებით ნიკო ნიკოლაძის, როგორც პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე:

ნიკო ქუთაისში იაკობ ნიკოლაძის ცხრაშვილიან ოჯახში იზრდებოდა. პირველი სტატია 16 წლისამ ”ცისკარში” ფსევდონიმით – ”ქუთაისელი მეჭორე” გამოაქვეყნა. როცა პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს, აკაკი წერეთლის სახლში დაიმალა და გადაწყვიტა, მოთხრობები ეწერა. პირველი, ”სტუდენტური ცხოვრების ნარკვევი”, 1862 წელს ”ცისკრაში” დაუბეჭდეს.
იმავე წელს ნიკოლაძე საქართველოში

სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა გაზეთ „კოლოკოლში“. ლონდონში შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც კავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შესთავაზა, მაგრამ ნიკომ სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიიჩნია. პარიზიდან ჟენევაში გადავიდა. 1866 წელს ჟენევაში გამოსცა პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“. იქვე დააარსა პირველი გაზეთი „სოვრემენნოსტი“. 25 წლისამ ციურიხში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. ნიკო ნიკოლაძე აღმოჩნდა პირველი ქართველი, ვინც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა. თემად კი ”განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები” შეარჩია.
საქართველოში დაბრუნებული ნიკოლაძე გაზეთ „დროების“ თანამშრომელი გახდა, სათავეში ედგა ჯერ ჟურნალ „კრებულს“, ხოლო 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ „ობზორს“. წერდა კაპიტალიზმის განვითარების, ბანკის შექმნის შესახებ. ახალგაზრდა გამომცემელი ცენზორს არ ეპუებოდა. ამ შეუპოვრობის გამო 1878 წელს ნიკოლაძესა და დიმიტრი ფურცელაძეს შორის დუელი გაიმართა. 1880 წელს, როდესაც გარდაიცვალა, ალექსანდრე მეორის თანამეცხედრე მარიამი, ნიკოს მოედავნენ, ”ობზორი” შავი არშიის გარეშე დაიბეჭდაო. მართლია, მოიმიზეზა, დეპეშა გვიან ჩამოვიდაო, მაგრამ არ დაუჯერეს, ”ობზორი” დახურეს, ნიკო კი სტავროპოლში გადაასახლეს.
nikoladze 005პრესაში გაჩაღებული პოლემიკის გამო, ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძესთან დუელზე უნდა გასულიყო. საბედნიეროდ, დუელი არ შედგა. ნიკო და ილია კვლავ დამეგობრდნენ. ნიკომ ჭავჭავაძის ”კაცია-ადამიანი?!” რუსულად თარგმნა და გამოაქვეყნა. შემდეგ კი, როცა ნიკოლაძემ ცოლად (უკვე მესამედ!) დიდი ხნის თანამოაზრე, ილიას ცოლის მოსახელე და მოგვარე ოლღა გურამიშვილი ითხოვა, ქორწილი ჭავჭავაძემ გადაუხადა.
ინდუსტრიული რევოლუცია, მარგანეცი, ქვანახშირი, ხე-ტყე, რკინიგზა, ექსპორტ-იმპორტი, საბანკო საქმე – ეს იყო ის თემები, რომელზეც წერდა და რომლისთვისაც იბრძოდა ნიკო ნიკოლაძე. პარიზში ყოფნისას როტშილდებს დაუახლოვდა. სათანადო ინსტანციებს დაუმტკიცა, რომ ბაქოს ნავთობის ექსპორტისათვის საუკეთესო იყო ბაქო-თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზის გაყვანა. ელექტროფიკაციისათვის გამოიკვლია ენგურის ხეობა, უცხოელებიც ჩამოიყვანა, მაგრამ მათ ფულის ჩადება ვერ გარისკეს. სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველა დიდი პორტი მოიარა და მიზნად დაისახა, ჭაობიანი ფოთი ევროპულ ქალაქად ექცია. ამ ქალაქში ნიკოლაძემ პირველად ფეხი რომ დადგა, მეხუთე კლასის მოსწავლე იყო და მალარია შეეყარა, მაგრამ ამან ფოთისადმი ინტერესი ვერ დაუკარგა. ელექტროფიკაციის იდეით შეპყრობილ ნიკოლაძეს მეგობრებმა ბაყაყის ფორმის ღამის ნათურა აჩუქეს.
1894 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერად აირჩეის.  ენერგია და  ერუდიაცია, ტიტანურ საქმეს მოახმარა. წყალდიდობით შეწუხებულ ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო, სამი ხიდი ააშენა და მდინარე მალთაყვაზე სანაოსნო ბაჟი გააუქმა. ააგო ელექტროსადგური, გააბა სატელეფონო ქსელი, გახსნა სავაჭრო მოედანი, ააგო ბიზანტიური სტილის ტაძარი, დაამონტაჟა წყლის ამოსატუმბი მანქანები, მოკირწყლა ქუჩები და მოაწყო ცხენის რკინიგზა. 18 წელიწადში ფოთი ევროპის ”საზღვაო ჭიშკრად” იქცა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში შეხვდა. 1917 – 1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მისი მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1918 წელს, როცა ბათუმი ჯერ ისევ ოსმალთა ხელში იყო, მოლაპარაკებაში ნიკო ნიკოლაძეც იღებდა მონაწილეობას.
1920 წლამდე იცხოვრა ნიკოლაძემ დემოკრატიულ საქართველოში. თანამშრომლობდა ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესასთან. ”იყო ყველაზე დიდი ქართველი და ამავე დროს ყველაზე დიდი ევროპელი”. არა მხოლოდ მეურნისა და მრეწველის ნიჭით, სახელმწოფებრივი აზროვნებითაც გამოირჩეოდა. მენშევიკებმა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური, ახალი კონტაქტების დასამყარებლად ლონდონში გააგზავნეს. იქ შეიტყო საქართველოს გასაბჭოების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს დაბრუნდა. დედულეთში, დიდ ჯიხაიშში მოაწყო მეურნეობა, ეზო ბოტანიკურ ბაღად აქცია.
85 წლის ნიკო ნიკოლაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალვის წინ მისი ტვინი სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის მუზეუმში შეინახეს. სტალინის დონეზე გადაწყდა, რომ მთაწმინდაზე დაკრძალულიყო. დაკრძალვისას თბილისის ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარი რეკდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s