RSS

ზღვის ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა

05 Sep

ialqani 016ოლიკო ცისკარიშვილი

შავ ზღვაში გასულებს უამრავი იალქნიანი ნავი გვხვდება, რომლებსაც პატარა გოგო-ბიჭები მართავენ… მოგვიანებით ვგებულობთ, რომ ზოგი ადგილობრივია, ზოგიც თბილისიდანაა ჩამოსული შეჯიბრებაზე.

ადგილობრივ კლუბს, კი რომელიც ერთადერთია შავიზღვისპირეთში, მხოლოდ ოთხი ასეთი ნავი აქვს. კლუბში გაწევრიანების მსურველები კი ძალიან ბევრია. ამჟამად კლუბში ირიცხება 30 ბავშვი, რომლებიც დიდი სიამოვნებით შედიან ზღვაში და ეუფლებიან საზღვაო ხელოვნებას.

მათ სამი გოგონაცაა. “იახტკლუბში შვიდი წლის ასაკიდან დავდივარ, ძალიან მომწონს,” – მიყვება, წყლიდან ახალი ამოსული, 13 წლის ალექსანდა მატკავა, –  აქ წელიწადის ყველა დროს დავდივართ, ზამთრაში კი. აქ სიარული უფასოა. ბევრი ბავშვები ვართ, თუმცა ნავი სულ ოთხი გავქვს. ბიჭები უფრო ბევრია, ვიდრე გოგოები, ჩემს გარდა კლუბში ნანა და თამუნაც არიან. იცით, ზღვაში როცა გავდივარ რაღაცნაირი შეგრძნებაა – თავისუფლების.” – გადმომცემს თავის შეგრძნებებს ალექსანდრა და თვალებში ჭინკები დაუხტის.

ialqani 01916 წლის თამუნაც იმ წამს ამოვიდა ზღვიდან და თავისი ნავი ბორბლებზე შეაყენა. კლუბში დიდი ხანი არაა რაც დადის, სულ რამოდენიმე თვეა, თუმცა ძალიან მოსწონს და თავის განებებასაც არ აპირებს.

კლუბი საინტერესო იქნებოდა არა მხოლოდ მოზარდებისთვის, ტურისტებისთვისა, თუმცა კლუბის მდებარეობა ხელს უშლის ტურისტების მოზიდვას, რადგან იგი ტერმინალის ტერიტორიაზეა და შემოსვლა უძნელდებათ იახტკლუბში შემოსვლის მსურველებს, რადგან სპეციალური საშვების გარეშე ტერიტორიაზე, უცხო პირების დაშვება არ შეიძლება.

თუმცა კლუბის განვითარებისთვის, ძალიან კარგი იქნებოდა ტურისტების მოზიდვაც. არადა, ბევრი ტურისტია, რომელიც სიამოვნებას მიიღებდა ამ სერვისით და ფინანსებიც შემიდოდა კლუბში, სადაც თანხების უქონლობის გამო, უამრავი პრობლემაა დაგროვილი.

არაა სათანადოდ მოწყობილი საკლასო ოთახი, პატარებს არ აქვთ გასახდელი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე, ასევე პრობლემაა შხაპის მიღებაც. თუმცა კლუბს მერიის სპორტის სამსახურიც და ტერმინალიც ეხმარება, გარდა სარემონტო სამუშაოებისა, ეხმარება სინათლის გადასახადისა და წყლის გადასახადების დაფარვაში. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია ამ სპორტის განვითარებისთვის.

ფოთის მერიის ორგანიზებულ მედია ტურის ფარგლებში კლუბში ვიზიტისას გავესაუბრეთ კლუბის ხელმძღვანელს, 42 წლის მიხეილ კილასონიას, რომელიც თავის დროზე ამ სახეობაში ერთ-ერთ წარმატებულ სპორტსმენად ითვლებოდა. ახლა კი თავად ასწავლის პატარებს…

ialqani 026“იახტკლუბი არსებობს 1968 წლიდან 1972-ში დამტკიცდა და ჩამოყალიბდა. 2012 წელს უნდოდათ შენობის დანგრევა და გაუქმება, არადა, კლუბი შავ ზღვაზე ერთადერთია, – გვიყვება მიხეილი, –  ეს ისეთი ლამაზი სპორტია, – გვეუბნება და მომავალ მეზღვაურებს იმედიანად გაჰყურებს, –  თუ ტურისტული ქალაქი ვართ, და შავი ზღვისპირეთში ვცოვრობთ ეს სპორტი აუაცილებლად უნდა არსებობდეს. თუ სახელმწიფო გვერში დაგვიდგება და დაგვეხმარება, რომ განვითრადეთ და გავიზარდოთ ძალიან კარგი იქნება. უამრავი პრობლემები გვავქვს, – გვიყვება იგი, – საჭიროა ნავების შეძენა, ინვენტარის შეძენა, ფიზიკურად ოთხი ნავი გვყავს. 30 ბავშვს ოთხი ნავით ვერ გაზრდი,” – გვეუბნება მიხეილი, რომელიც თავად 11 წლის ასაკიდან დღემდე ამ სპორტითაა დაკავებული.

კლუბში, სადაც სწავლა უფასოა, მეცადინეობები ზაფხულში თითქმის ყოველდღეა და ზამთარში კვირაში ოთხჯერ. “ტურისტული ნაკადი ვერ შემოდის რადგან ტერმინალზე შემოსვლა ძნელია, თუ აქ ტურისტი და მოყვარული არ შემოვიდა ეს სპორტი მოკვდება, – გვეუბნება მიხეილ კილასონია, –  არიან 20-25 წლის ბიჭები, რომლებსაც აინტერესებს და უნდათ სწავლა. თუმცა აქამდე შემოღწევა უძნელდებათ. თუ სახელწმიფო გვერდში დაგვიდგება ყველაფერი გამოვა.”

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s