RSS

Daily Archives: 23/01/2015

უძველესი ბიბლიოთეკა ორმილიონამდე წიგნით

biblioTeka 012ოლიკო ცისკარიშვილი

“ცოდნა იმითაა კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის… ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომებული და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდის..” ილია ჭავჭავაძე

ზანდუკელის ქუჩის დასაწყისში, ზუსტად მეტრო რუსთაველის თავზე, უძველესი ბიბლიოთეკაა. ძველი კარტოთეკებით, ანბანური საძიებლებით და უნიკალური ოქროს ფონდით (სამწუხაროდ, ბიბლიოთეკას არა თუ ელექტრონული სისტემა, კომპიუტერებიც და ინტერნეტიც სანატრელი აქვს). ვიდრე არქივამდე მიხვალთ, ლიტერატურის განყოფილებაა, სადაც ორი სათნო, ჭაღარა ქალბატონი ემსახურება მკითხველსა და უძველეს წიგნებს რუდუნებით უვლიან. ბიბლიოთეკის მეორე სართულზე, დღემდე ცხოვრობს თითქმის საუკუნოვანი, უნიკალური ბიბლიოთეკის დამაარსებლის ქსენია იოსელიანის ქალიშვილი, 86 წლის ნუნუ იოსელიანი, რომელიც ამჟამადაც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს.

Read the rest of this entry »

 

ჩემი თვალით დანახული ჭაობი

xanchali --8ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში: „ჩემი თვალით დანახული ჭაობი’’. Read the rest of this entry »