RSS

კონფერენცია “მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო”

21 Jan

shemodgomiseuli 002ხვალ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, “გეოეარი” და “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ტარდება პროექტის “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში. კონფერენცია მიეძღვნება გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნება სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, “მწვანე არქიტექტურის” თანამედროვე ტენდენციების საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციებს გააკეთებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ხელოვანები, არქიტექტორები, ბიზნესმენები და სხვ. მათ შორის ბრიტანული ორგანიზაციის Julie’s Bicycle წარმომადგენელი ლიუკ რამსი (www.juliesbicycle.com), რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს კულტურის ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებისა და კრეატიული პროექტების განხორციელების საკითხებზე. ორგანიზაციას  აქვს ექსპერტული ცოდნა როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების, ისე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და ცალკეული ორგანიზაციების მიერ გარემოზე ზეგავლენის კალკულაციის სფეროში. კონფერენციაზე თავის პროექტებს ასევე წარადგენს იტალიური სახელოვნებო რეზიდენციის Pollinaria-ს წარმომადგენელი დანიელა დ’არიელი (www.pollinaria.org/en/Arte/fritz-haeg.aspx, ინიციატივა Tree House).

“გეოეარი”, პროგრამების კოორდინატორის სოფიო ლაპიაშილის ინფორმაციით, კონფენციის სტუმრები იქნებიან:

– ლიუკ რამსი, ეკოლოგიური მდგრადობის მენეჯერი, Julie’s Bicycle (დიდი ბრიტანეთი)

– მამუკა ჯაფარიძე, დამფუძნებელი, cloud library (საქართველო)

– ყარამან ქუთათელაძე, რეზიდენციის ხელმძღვანელი, გარიყულას არტ რეზიდენცია (საქართველო)

– დანიელა დ’არიელი, წარმოების ასისტენტი, სახელოვნებო რეზიდენცია და ფერმა Pollinaria (იტალია)

– ია კუპატაძე, არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

– გიორგი ზურაშვილი, ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი, ენერგოკრედიტი, (საქართველო)

– მეთიუ ვრიიმანი, დამფუძნებელი/ხელოვანი, Kultivator (შვედეთი) (online პრეზენტაცია)

– ნინო სულხანიშვილი, დირექტორი, Ecovision (საქართველო)

– კახა ქარჩხაძე, განახლებადი ენერგიების წამყვანი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

კონფერენცია “მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო” წარმოადგენს ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივის Green Art Lab Alliance (GALA) ნაწილს, რომლის კოორდინატორია ჰოლანდიური ორგანიზაცია Trans Artists.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s