თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ უკვე მეორედ 3 კნუტი გააჩინა გამთენიისას.
ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, მათგან ორი შავი და ერთიც ჭრელია. სქესი ჯერ-ჯერობით არ ვიცით. პატარები ჯანსაღად გამოიყურებიან და დედასთან ერთად არიან, რომელიც ჯერ-ჯერობით მათ ყურადღებას არ აკლებს. იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება და სამივე პატარა დიდ იაგუარებად დაიზრდება. ფოტოების გადაღება ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან მაქსიმალურად ვერიდებით მათ შეწუხებას“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკს, ერთი თვის წინ, შეემატა ახალი ბინადარი დათვის ბელი საბა, რომელიც პოლიციამ მიიყვანა ზოოპარკში.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ