უფლისციხის მუზეუმ-ნაკრაძალის საკონფერენციო დარბაზში ,,ქართლის ღვინის ფესტივალის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იდეის ავტორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი უძღვებოდა. პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მეღვინეები, მეღვინეთა ასოციაციის და რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მაისი 2013
უფლისციხეში ,,ქართლის ღვინის ფესტივალის” პრეზენტაცია მოეწყო
გარემოს დაცვის სამინიტროს განცხადება ტრავენტინებთან დაკავშირებით
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გმობს ყველა ისეთ ქმედებას, რომლის შედეგად გარემოს ადგება ზიანი იმის მიუხედავად, იქნება ტერიტორია ბუნების ძეგლი თუ არა, ხორციელდება საქმიანობა დაცულ ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ. Read the rest of this entry »
USAID-ის მისიის დირექტორი კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტთა ესეების კონკურში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს
საქართველო, თბილისი – 2013 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 15.00 საათზე, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება. კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსი სტუდენტთა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტარდება; Read the rest of this entry »
კახეთში კალიების წინააღმდეგ წამალს უშვებენ
კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის – იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2097 ჰექტარი ფართობი.
ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 1497, ხოლო ქვემო ქართლში 600 ჰექტარი ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა. Read the rest of this entry »
ჰოლანდიელ ექსპერტებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი დასკვნა აქვთ
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სამინისტრო ტრავერტინის საკითხს შეისწავლის
ყაზბეგის რაიონში გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც გვირების შეკეთება მიმდინარეობს, მშენებლებმა გზა პირდაპირ “ტრავერტინების ველზე” გაიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ამჟამად ახლადგაყვანილ გზაზე მიმდინარეობს ტექნიკის გადადგილება. “ჩვენთვის გასაგებია, რომ მიმდინარეობს გვირაბის შეკეთება, მაგრამ ის, რაც ტრავერტინებს გაუკეთეს არის მავნებლობა”, – აცხადებენ ადგილობრივები. მათივე განმარტებით, არც მშენებლები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ “მავნებლობასთან დაკავშირებით” განმარტებებს არ აკეთებენ. “ეტყობა ამ ადამიანებს ეს საკითხი არ აღელვებს. არც გარემოს დაცვის სამინისტროს გაუკეთებია რაიმე სახის რეაგირება, და ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანადგურებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. Read the rest of this entry »
ოზურგეთში მგლებმა კვიცი დაგლიჯეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა. ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა. Read the rest of this entry »
SOS ტრავერტები საფრთხეშია
ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც მშენებლებმა ასეთი რამ გააკეთეს – გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. Read the rest of this entry »
ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება. Read the rest of this entry »
მექსიკაში ავტოკატასტროფის შედეგად 16 ტურისტი გარდაიცვალა
მექიკის ცენტრალურ ნაწილში, შტატ იდალგოში ტურისტული ავტობუსის კატასტროფაში მოჰყვა. Associated Press-ი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 მძიმედ დაშავდა. Read the rest of this entry »