RSS

Daily Archives: 30/05/2013

კახეთში კალიების წინააღმდეგ წამალს უშვებენ

yvarlis tba 011კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის – იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2097 ჰექტარი ფართობი.
ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 1497, ხოლო ქვემო ქართლში 600 ჰექტარი ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა.  Read the rest of this entry »