2-9 ივნისს თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის პირველი ღონისძიებები ჩატარდება.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 7 მაისს, 11.00 სთ-ზე, ევროპის სახლში გაიმართება პრეს-კონფერენცია. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარების და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანიცაა კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დიალოგისა და ინტერაქციის გაღრმავება ხელოვანებს შორის საერთაშორისო დონეზე ინოვაციურ სახელოვნებო პრაქტიკაზე და მრავალფეროვან პრეზენტაციის ფორმებზე დისკურსის გაფართოებით. Read the rest of this entry »