RSS

Daily Archives: 29/05/2013

ჰოლანდიელ ექსპერტებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი დასკვნა აქვთ

dariali 004ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტრო ტრავერტინის საკითხს შეისწავლის

oliko179ყაზბეგის რაიონში გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც გვირების შეკეთება მიმდინარეობს, მშენებლებმა გზა პირდაპირ “ტრავერტინების ველზე” გაიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ამჟამად ახლადგაყვანილ გზაზე მიმდინარეობს ტექნიკის გადადგილება. “ჩვენთვის გასაგებია, რომ მიმდინარეობს გვირაბის შეკეთება, მაგრამ ის, რაც ტრავერტინებს გაუკეთეს არის მავნებლობა”, – აცხადებენ ადგილობრივები. მათივე განმარტებით, არც მშენებლები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ “მავნებლობასთან დაკავშირებით” განმარტებებს არ აკეთებენ. “ეტყობა ამ ადამიანებს ეს საკითხი არ აღელვებს. არც გარემოს დაცვის სამინისტროს გაუკეთებია რაიმე სახის რეაგირება, და ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანადგურებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. Read the rest of this entry »

 

ოზურგეთში მგლებმა კვიცი დაგლიჯეს

mgeliოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა  ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა.  ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა  საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა. Read the rest of this entry »

 

SOS ტრავერტები საფრთხეშია

traverta 001ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც მშენებლებმა ასეთი რამ გააკეთეს – გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. Read the rest of this entry »