RSS

Daily Archives: 24/05/2013

ომალომდე გზა გახსნილია

TuSetisken 013თუშეთში,  ომალომდე,  გუშინ საღამოს უკვე გზა გახსნილი იყო. ტრაქტორები გზის გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ.  თოვლისგან გაწმენდილ გზას პირველად მეცხვარეები და მენახირეები გადაივლიან თავიანთი საქონლით, რომ ბარიდან მთაში დროულად აბრუნდეს ფარები და ნახირები. უახლოეს მომავალში თუშეთს ტურისტების მიღებაც შეეძლება. Read the rest of this entry »

 

ქობულეთში ახალი ტურისტული სეზონის პოპულარიზების მიზნით ღონისძიებები გაიმართება

qobuleTi1024-28 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით „ახალი სეზონის” ფარგლებში მოეწყობა ტური კინტრიშის ნაკრძალის, ისპანის და ციხისძირის მიმართულებით უკრაინელი, რუსი, ესტონელი და ჰოლანდიელი სტუმრებისათვის. რომლებიც დაათვალიერებენ და გაეცნობიან კინტრიშის ხეობის უნუკალურობას, მოინახულებენ წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, ბზის კორომებს, თაღოვან ხიდებს, ღვინის ქვევრებს და ჩანჩქერებს. ტურისტულ მარშუტს გაუწევენ გიდობას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის” სტუდენტები. Read the rest of this entry »

 

მოსკოვში მიწისძვრა მოხდა

miwisZvraოხოტსკოს ზღვაში მოხდარი მიწისძვრის გამოძახილმა მოსკოვამდე მიაღწია.

“შეიძლება, სწორედ ამ მიწისძვრის შედეგი იყო, რომელიც მოსკოვმა იგრძნო. მიწისძრა მოხდა 600 კილომეტრ სიღრმეში და დიდი ტერიტორია მოიცვა. ის იგრძნეს კრასნოიარსკში, ბლაგოვეშენსკშიც ციმბირის მთელ ტერიტორიაზე,” – აცხადებენ რუსეთის გეოფიზიკის სამსახურში. Read the rest of this entry »