დღეს, საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 67 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 09/04/2013
შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 67 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა
დაბა ლაითურში 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა
ხანძარი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში – გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ჩაის პლანტაციებს და დაბა ლაითურში ახლახან გაშენებულ ნაძვნარს გაუჩნდა. Read the rest of this entry »
ესპანეთის სანაპიროებს შხამიანი მედუზები უტევენ
ესპანეთის ქალაქ კადისისა და უელვას პლაჟები ოფიციალურად დაიხურა, რადგანაც სანაპიროზე შხამიანი მედუზები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს მედუზების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ესპანეთის ხელისუფლებამ პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. რაც თავის მხრივ აიხსნება იმით, რომ საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის მინისტრის პრესკონფერენცია
ხვალ, 10 აპრილს, გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურისმშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ენერტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.
ექსპერტებმა, უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, აგრეთვე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. აგრეთვე, თბილისში ჩატარდა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”-ს წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში