9-18 აპრილს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლობის „Korea Broadcasting System” ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ პრეს ტურს მასპინძლობს.
აღნიშნული მაუწყებლობა იუწყებოდა, რომ ვინაიდან საქართველო საკმაოდ აქტუალურია კორეაში, მათ ჰქონდათ სურვილი თავიანთი გადაცემებისთვის გაეკეთებინათ საქართველოს ღირშესანიშნაობებზე სიუჟეტები. Read the rest of this entry »
Daily Archives: 08/04/2013
კორეელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ
აჭარაში ტურისტების რაოდენობა შემცირდა
აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. 2013 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2011 წელთან შედარებით კი – 40.2%-ით ნაკლები. 2012 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 103 ათას 471 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2011 წლის იანვარ-მარტში კი – 86 ათას 89 ვიზიტორი.
2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 40 ათას 57 ვიზიტორი, რაც 2012 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია. 2012 წლის იანვარ-მარტში აჭარას 38 ათას 725 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წელს კი – 24 ათას 579 ვიზიტორი.
სტატისტიკური ინფორმაციით, იანვარ-მარტში აჭარაში სომეხი ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო. 2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში 85,7 %-ით ნაკლები სომეხი ვიზიტორი ჩავიდა ვიდრე მათი რიცხვი 2012 წლის იანვარ-მარტში იყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე შემცირებულია ასევე ვიზიტორები ლიტვადან – 60,4 %-ით, ლატვიიდან – 56,9 %-ით, ბელარუსიდან – 59,2 %-ით, პოლონეთიდან – 51,2 %-ით, ესტონეთიდან კი – 45,1 %-ით.
საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ცნობით, არამდგრადი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. Read the rest of this entry »
ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა
ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ძირითადად ის საკურორტო ზონაში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა შარმ-ეშ-შეიხში, ნუვეიბაში, დახაბში, ტაბაში, სინის ნახევარკუნძულზე და ხურგადაში იგრძნობოდა. Read the rest of this entry »
ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან ნავთობპროდუქტი იღვრება
თბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ, ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. Read the rest of this entry »
ჩინელები სადაო კუნძულებზე ტურების მოწყობას აპირებენ
მაისის დასაწყისისათის, ჩინეთი სადავო კუნძულზე სიშაზე, ტურების მოსწყობას გეგმავს.
ამის შესახებ, სამხრეთ-ჩინეთის ხაინანის კუნძულების პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ტან ლიმ განაცხადა. ამ დღეებში, ხაინანში აზიის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. Read the rest of this entry »