RSS

Daily Archives: 17/04/2013

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს

iaguariთბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ უკვე მეორედ 3 კნუტი გააჩინა გამთენიისას.
ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით,  მათგან ორი შავი და ერთიც ჭრელია. სქესი ჯერ-ჯერობით არ ვიცით. პატარები ჯანსაღად გამოიყურებიან და დედასთან ერთად არიან, რომელიც ჯერ-ჯერობით მათ ყურადღებას არ აკლებს. იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება და სამივე პატარა დიდ იაგუარებად დაიზრდება.  Read the rest of this entry »
 

შირაქის ველი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქიზიყში, დედოფლისწყაროს ტაიონში, საქართველოს უკუდურეს სამხრეთში, არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ქვია. კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. Read the rest of this entry »