RSS

Daily Archives: 24/04/2013

გარემოს დაცვის სამინისტრო სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის განხილვას იწყებს

yvarlis tba 019საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვას იწყებს. დოკუმენტის შემუშავებში ჩართულია „ავსტრიის ფედერალური ტყეები” (OBf). პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Read the rest of this entry »

 

ხუდონჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში უცხოელი ექპერტები ჩაერთვნენ

dariali 006ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხისაქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია ფუნქციონირებს 1987 წლიდან და არის დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანიზაცია. კომისიის მთავარი მისიაა დაეხმაროს გარემოს დაცვის სამინისტროებს და ამ სექტორში მომუშავე სხვა ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. საერთაშორისო ექსპერტთაჯგუფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ექსპერტები: გეოლოგი/სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი,აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკისეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში. Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება

bzaახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.

კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი სამერქნე მცენარე. იზრდება ძალზე ნელა და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. სწორედ ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია  საქართველოს წითელ ნუსხაში. Read the rest of this entry »

 

ლაბორატორიული ცხოველების მსოფლიო დაცვის დღე

Tagviდღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მოძრაობა ცხოველებზე ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ.

24 აპრილი, ეკოლოგიურ კალენდარში, ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღედ არის აღიარებული. ეს დღე, 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხოველებზე მტკივნეული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ დააფუძნა და მხარი გაერომ დაუჭირა. თავდაპირველად, ის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით აღინიშნებოდა, ხოლო დღეს ამ დღესასწაულმა უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ და საკმაოდ ბევრი სოციალური აქტივისტი იბრძვის ცხოველთა უფლებების დაცვისთის. Read the rest of this entry »

 

კანონპროექტების საჯარო განხილვა გარემოს დაცვის სამინისტროში

TuSetisken 013ორშაბათს, 29 აპრილს, 16:00 საათზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის საკარო განხილვა გაიმართება. Read the rest of this entry »

 

წყალი და უბედურება: ასეთ მასშტაბებს არავინ ელოდა

wyaldidoba 2ცენტრალურ რუსეთში, ვოლგისპირეთზე და ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში, სიტუაცია წყალდიდობებთან დაკავშირებით ნელ-ნელა ნორმაში დგება. დატბორვის პიკი ვლადიმირსკის, ტვერის, ბრიანსკის, ნოვგოროდის და ლენინგრადის რეგიონებში აღინიშნება. რამდენიმე ასობით ადამიანი ევაკუირებულია. რიგ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილია. ურალზე, ციმბირში და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.  Read the rest of this entry »

 

პრობაციონერებმა შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზა დაასუფთავეს

SiomRvime 02პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოაწყეს.  Read the rest of this entry »

 

ევროპაში სასტუმროების ფასები ძვირდება

holandiis muzeumiევროპაში სასტუმრო მომსახურების ღირებულება ძვირდება. საზაფხულო ტურისტული ბუმის დაწყებასთან ერთად ევროპული სასტუმროების მეპატრონეებმა ტარიფები გაზარდეს. Read the rest of this entry »

 

რიკოთის უღელტეხილზე მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა

zamt8გვიან ღამით, რიკოთის უღელტეხილზე მოსულმა თოვლმა ავტომანქანების მძღოლებს პრობლემები შეუქმნა. დიდი თოვლის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო და მოძრაობა უჭირდა როგორც სატვირთო ასევე მსუბუქ ავტომანქანებს. Read the rest of this entry »