RSS

Daily Archives: 01/04/2013

ფრინველების საერთაშორისო დღე

beRura4დღეს მთელი დედამიწა ფრინველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Read the rest of this entry »

Advertisements
 

შუამთა

SuamTa 009შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »