საქართველოს რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე,
მდინარე ალაზნის ხეობა ეროზიული ხეობაა, სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონიშ შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სოფელში ისე ვერ შეხვალთ, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოში რეგისტრაცია თუ არ გაიარეთ… ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც. საზღვარი, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა მესაზღვრეები სოფელს მუდმივად აკონტროლებენ და სოფელში მუდმივად მოძრაობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის შუაში გადის, დღეის მდგომარეობით, კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართები დასახლებული პუნქტიდან ათ მეტრში აქვთ გავლებული, სწორედ, ძველი სკოლის შენობის შემდეგ იწყება მათი საზღვარი, საზღვარი მდინარეზეც კია გავლებული. მდინარეზე შეკოწოწებული ხის მასალა, იმას მოწმობს, რომ იქით გადასვლის უფლება ადგილობრივებს აღარ აქვთ. Read the rest of this entry »