RSS

ჰოლი – გაზაფხულის და ნათელი ფერების დღესასწაული

27 მარ

ia 0001ჰოლი – ერთ -ერთი ყველაზე გრანდიოზული დღესასწაულია ინდოეთში.

ჰოლი – ინდოეთის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ბენგალური ახალი წელი. ეს დღე, სავსე მთვარის დროს, ფხალგუნას თვეში, (მარტი-თებერვალი) აღინიშნება. ჰოლი – გაზაფხულის დღესასწაულია, მზით და ნათელი ფერებით აღსავსე. ეს დღესასწაული, იმ ლეგენდებზე უფრო ძველია, რომლებიც მის არსებობის შესახებ მოგვითხრობენ. მასში ღმერთების საპატივსაცემოდ ბევრი ღონისძიების ელემენტია ჩადებული. ჰოლის დღესასწაულის შესახებ, ლეგენდის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჰოლი ქალი დემონის სახელიდან ჰოლიკადან წარმოიშვა. პრაჰლადა – ბოროტი მეფის შვილი იყო. ის ვიშნუს თაყვანს სცემდა და ვერავინ აზრს ვერ უცვლიდა. ჰოლიკა, პრაჰლადის მამიდა იყო. ბევრს ეგონა, რომ ჰოლიკა ცეცხლში არ იწვის და მას დემონად მიიჩნევდნენ. მან შეძლო, პრაჰლადის დარწმუნება. ღმერთის სიყვარულით, პრაჰლადა ცეცხლში შედგა. ყველას გასაკვირად, ჰოლიკა ცეცხლში დაიწვა, ხოლო პრაჰლადა ვიშნუმ გადაარჩინა და ის ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე მკვიდრები ბოროტი ჰოლიკას საფრთხობელას წვავდნენ.

ლეგენდის თანახმად, რაც უფრო მეტი ფერი ფარავს ადამიანს ტანსაცმელს და სხეულს, მით უფრო მეტი კეთილი სურვილებია მასზე მომართლი. გარდა ამისა, ჰოლის დღესასწაული უკავშირდება ისტორიას შივას შესახებ. შივამ მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამუ ფერფლად აქცია. კამუ შვას მედიტაციიდან გამოყვანას სცდილობდა. ამის შემდეგ, კამუ სხეულის გარეშე დარჩა. შივას მეუღლემ პარვატიმ და კამუს მეუღლემ ქალღმერთმა რატიმ, შივას კამუსთის სხეულის დაბრუნება ითხოვეს. შივა, კამუს სხეულს წელიწადში 3 თვით უბრუნებდა. კამუს სხეულის დაბრუნების შემდეგ, ირგვლივ ყველაფერი ნათელი ფერებით ლამაზდებოდა. აყვავებულ ბუნებაში, ბედნიერი ხალხი სიყვარულის დღესასწაულს ზეიმობდა.

მორიგი ლეგენდის თანახმად, ჰოლის დღესასწაული კრიშნას სახელს და მის გართობებს უკავშირდება. ჰოლის დღესასწაულის დროს, მიღებულია ცეკვების გამართვა და ამ ცეკვების მთავარი თემატიკა, შეყვარებულების ფლირტზეა აგებული. ახალგაზრდა მამაკაცი იტყუებს გოგოს ბრბოდან, ცდილობს რაღაცით მოადუნოს მისი ყურადღება და სხვა რამეზე გადაატანინოს. დაინტერესებული გოგო თვალყურს სხვა მოვლენებს ადევნებს, ამასობაში კი მამაკაცი მას გაფერადებულ წყალს ან ფერად ფხვნილს აყრის. გოგო იბუტება, ხოლო ბიჭი პატიებას სთხოვს. გოგო პატიობს და პატიების ნიშნად აგრეთვე ფხვნილს ან გაფერადებულ წყალს ასხავს. ამდენი ემოციურობის და ფლირტის გამოხატვა, დიდი იშვიათობაა ინდურ კულტურაში.

თუ სხვა ინდურ დღესასწაულზე, დივალიზე, ბევრი ტკბილეული იჭმევა, ჰოლის დღესასწაულზე ბჰანგის სვამენ – სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც წვენი, რძიანი პროდუქტები და კანაფის ფოთლები შედის. ბჰანგის სხვადასხვა სახეობებიც არსებობს: ბჰანგი ლასსი – იოგურტი და კანაფის ფოთლებიდან აღებული წვენი, თხანდაი ლასსი – რძე, შაქარი, სანელებლები, ნუში და კანაფი.

ამავე დღეს, გაურა პურნიმა აღინიშნება – გაურანგის დღესასწაული, რომელმაც 500 წლის წინ საფუძველში ჩაუდა სანკირტანის მოძრაობას, რაც თავის მხრივ ღმერთის თაყვანისცემას გალობის გზით ნიშნავდა. ეს მიმდინარეობა, ინდუიზმის ერთ ერთი ფუძემდებელია. ეს დღესასწაული ინდოეთში დღესაც აღინიშნება.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

დატოვე კომენტარი