RSS

მთავრობა ზარალს ითვლის

25 მარ

Stormi 00008საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმში რჩება. სამსახურის ბოლო მონაცემებით, რეგიონების მასშტაბით სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის 133 შემთხვევა, თბილისის მასშტაბით კი, 156 შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონებში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ზარალის დათვლა გამოდარების შემდეგ მოხდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, აჭარაში სტიქიის შედეგად, სარფში მეთევზე დაიღუპა, რომელიც სამძებრო სამუშოების მიუხედავად ჯერ ვერ იპოვეს.

“მიმდინარეობს ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერ-ჯერობით მაშველები ვერ ახდენენ, შტორმის გამო, წყალში შესვლას. ხელვაჩაურში დათვლილი გვაქვს და პირველადი მონაცემებით, 93 სახლი ნაწილობრივაა დაზიანებული, ხოლო 9 სახლზე სახურავი მთლიანად არის ახდილი. დაახლოებით 100 000 ლარამდე გვექნება ზარალი”, – განაცხადა ხაბაძემ.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე ხუთი სამინისტრო ერთობლივად იზრუნებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, გუშინ საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

შტაბში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულნი.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ზარები ძირითადად, ქარისგან გადახდილ სახურავებთან, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასა და ხეების წაქცევასთან დაკავშირებით შედის.

სინოპტიკოსების ვარაუდით,  არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. დღის ბოლოსთვის დასავლეთ საქართველოში ნალექის რაოდენობა შემცირდება. უნალექო ამინდს პროგნოზირებენ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ხვალ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.

ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 25 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მარტიდან კი სინოპტიკოსები ამინდის კვლავ გაუარესებას პროგნოზირებენ. 28 მარტიდან ისევ ქარია მოსალოდნელი.

უამინდობა საქართველოში 29 მარტამდე შენარჩუნდება.

 

One response to “მთავრობა ზარალს ითვლის

  1. http://justinbieberfanclub.net

    07/04/2013 at 02:52

    You need to take part in a contest for one of the best blogs on the web.
    I’ll

    recommend this site!

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s