RSS

პირველი ფოტოკონკურსი “დედამიწის საათი”

23 Mar

kldeSiთუ ხართ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან, უბრალოდ, თავისუფალ დროს გიყვართ სურათების გადაღება, გიწვევთ ჩვენს ყოველწლიურ ფოტო-კონკურსში “დედამიწის საათი” მონაწილეობის მისაღებად! კონკურსის ორგანიზატორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გაერო საქართველოში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”, “ახალი ნათება”, “ბილაინი” და „გალფი”.

თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება:
– შაბათს, 23 მარტს, საღამოს თან იქონიეთ თქვენი ფოტო/ვიდეოკამერა;
– ეწვიეთ კულტურულ-ისტორიულ ძეგლს ან სხვა ღირსშესანიშნაობას საღამოს 20:00 საათზე (ან სხვა დროს, როდესაც საკმარისად ბნელა და შენობის გარე განათება ჩართულია); დედამიწის საათში მონაწილე შენობებისა და ღირშესანიშნავი ადგილების სია თანდართულია.
– აირჩიეთ სურათის გადასაღებად კარგი კუთხე (გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ სურათის გადაღების ადგილი ცარცით ან სხვა მარკერით, ასევე დაიმახსოვროთ სურათის გადაღების ზუსტი კუთხე);
– გადაიღეთ ღირსშესანიშნაობა/შენობა თქვენ მიერ წინასწარ შერჩეული კუთხით/ადგილიდან, სანამ გარე განათება ანთია;
– დაელოდეთ 20:30 საათს, როდესაც გარე განათება გამოირთვება და გადაიღეთ ღირსშესანიშნაობა/შენობა იმავე კუთხით/ადგილიდან.

ოპერატორები (ვიდეო გადამღებები) მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

– დაიწყეთ ღირსშესანიშნაობის/შენობის ფირზე აღბეჭდვა 8:25 საათიდან (რადგან, შესაძლოა, თქვენი და მუნიციპალური საათი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს);
– ფირზე აღბეჭდეთ 20:30 საათზე სინათლის გამორთვა.

სწრაფად დაამუშავეთ თქვენი ფოტო/ვიდეო (თუ საჭიროა) და მოგვაწოდეთ ელ-ფოსტაზე: earthhourgeo@gmail.com ან pr@moe.gov.ge 2013 წლის 1 აპრილამდე. გთხოვთ, მიუთითეთ ფოტოზე/ვიდეოზე ასახული ძეგლი/შენობა, გადაღების ადგილი და თქვენი სახელი/გვარი.

კონკუსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის 22 აპრილს, “დედამიწის დღეს”.

5 გამარჯვებულს საშუალება მიეცემა, იმოგზაუროს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და გადაიღოს უფრო მეტი განსაცვიფრებელი ფოტო/ვიდეო. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის ორგანიზატორებია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.

გამარჯვებულები ასევე მიიღებენ:
– ვაუჩერს სადილზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ახლადგახსნილ რესტორან „მეფე გორგასალში”
– მაგიდის მწვანე სანათებს „ახალი ნათებისგან”
– მობილურ ტელეფონს „ბილაინისგან”
– სტატიას გაზეთ „Georgia Today”-ში
– CENN-ის მწვანე ჩანთებს, მაისურებს, სამკერდე ნიშნებს და სტიკერებს

http://moe.gov.ge/

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s