აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მინერალური წყლის “კოკოტაურის” ჩამოსასხმელი საამქრო მინერალურის გარდა, წყაროს წყლის რეალიზაციასაც დაიწყებს. ქარხანაში ახალი დანადგარები დაიდგა, რომელიც ბელორუსიიდან ჩამოიტანეს, რადგან ძველი დანადგარები არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს. “კოკოტაური” ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკოტაურში, მთის ფერდობზე მოედინება. იგი სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, მაგნიუმიანი და კალციუმიანი სამკურნალო წყალია.მისი ამ თვისებების შესახებ, ჯერ კიდევ მე-16-17 საუკუნეებში წერდნენ. “კოკოტაური” საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას აუმჯობესებს ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ინფექციური ჰეპატიტის, ქრონიკული მიმდინარეობის პანკრიატიტების დროს. ,,კოკოტაურმა”, რომელსაც უკვდავების წყალს უწოდებდნენ, თავისი სამკურნალო თვისებებით, პარიზში, ერთ-ერთ გამოფენაზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. მას შემდეგ მან კიდევ მრავალი პრიზი დაიმსახურა. კოკოტაურის სამკურნალო წყლის ჩამოსხმა 1972 წელს დაიწყო. მაშინ, საამქრო ბათუმ-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალიდან მოშორებით იყო. წყალი მინის ბოთლებში ჩამოისხმებოდა. ახლა საამქრო მაგისტრალის სიახლოვესაა. წყალი 1,7 კილომეტრიდან მილებითაა გადმოყვანილი და 5 რეზერვუარში იწმინდება. დამონტაჟდა ახალი ხაზი, რომლის წარმადობა დღე-ღამეში საკმაოდ დიდია. ,,კოკოტაურის” დებეტიც ნორმალურია. კლდეში დღე-ღამეში 10-12 ტონა წყალი მოედინება. ქვეყნის ბაზარზე მცირე მოთხოვნის, ძალიან დაბალი რეკლამის გამო, თვეში 15-20 ათასი ბოთლი ვერ საღდება. სამკურნალო წყალი 0,5 და 1 ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება. ახალი დანადგარების საშუალებით ქარხანაში, დღეში, 7 ათასი ბოთლი ჩამოისხმევა. სამომავლოდ, “კოკოტაურის” წყალი ექსპორტზე გავა, რადგანაც უკრაინასა და ბელარუსიაში დიდი მოთხოვნა საქართველოს სამკურანლო წყალზე. ამ წყლის ბაზარზე გასვლით, აჭარით უფრო მეტი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორი დაინტერესდება.
ამალია ამბარცუმიანი
tinatin
23/07/2017 at 22:50
minda davukavshirde mineraluri wylis “kokotauris”warmomadgenels?
tinatin
23/07/2017 at 22:52
maqvs saintereso shemotavazeba da vpikrob tqvenc dainteresdebit
ekofact
24/07/2017 at 00:58
უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას