საქართველოს მასშტაბით წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ცნობით, არამდგრადი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.8 აპრილიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლაა ნავარაუდევი. ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი 28-30 მ/წმ-ში, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელი სეტყვა.
9 აპრილს ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე შენარჩუნდება, იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი ღამითაც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ღამით მოსალოდნელია 9-11 გრადუსი სითბო, ხოლო დღე ჰაერი 18-23 გრადუსამდე გათბება.