იაპონიაში “ფუკუსიმას” ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური წყლის კიდევ ერთი გაჟონვა მოხდა. შესაბამისი განცხადება, ატომური ელექტროსადგურის მომსახურე კომპანიამ TEPCO-მ გააკეთა. თუმცა დაკონკრეტდა, რომ წყლის გაჟინვა მცირე რაოდენობით მოხდა. ბოლო დღეების განმავლობაში ესაა მეორე შემთხვევა, როდესაც აეს-დან რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის გაჟონვა მოხდა. 5 მარტს 167 ტონა წყლის გაჟონვა დაფიქსირდა.
TEPCO-ს წარმომადგენელთა მტკიცებით დაბინძურებული წყალი ოკეანეში არ ჩაღვრილა.
“ფუკუსიმას” ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური გაჟონვა მოხდა
07
აპრილი