RSS

ჩვენ, დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა…

26 მარ

ameta naxatiოლიკო ცისკარიშვილი

“მე ძალიან მიყვარს ტყე, მით უმეტეს ტყეში ყოფნა… მიყვარს მათზე ზრუნვა და მოვლა…ტყე გადაშენების პირასაა ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ, რათა არ გადაშენდეს. ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს. ჩვენ დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა. ამიტომ გევედრებით, იქნებ გაზი გამოგვიყვანოთ…” – ეს პატარა ამონარიდი არც რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდანაა და არც ჟურნალისტური ნაშრომიდან… ეს ახმეტის დღის ცენტრის მერვე კლასელმა გოგონამ დაწერა, როდესაც სთხოვეს დაეწერა თხზულება “ჩემი მეგობარი ტყე”… მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბავშვმაც იმუშავა ამ თემაზე. ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბავშვებმა სერიოზულად იფიქრეს და სერიოზული ნაშრომებიც წარადგინეს.

“ჩვენ ვსწავლობთ, ვწერთ, ვკითხულობთ, გამოდის, რომ ვიხმართ ხის ნაწარმს. ამ ყველაფრის გამოყენების შემდეგ შეგვიძია ჩავაბაროთ ის. ამის შემდგომ მას ქარხანაში სპეციალური დანადგარით  გადაამუშავებენ და სრულიად ახალ სახელმძღვანელოს, წიგნს ან მოსახმარ ნივთს გამოუშვებენ.. უკვე გამოუყენებელი ნივთების (კერძოდ ხის) ჩაბარება ბებოჩემის დროს იცოდნენ. თუ ახლა ჩვენს ამას მოვიმოქმედებთ წელიწადში მრავალი ტყე გადარჩება განადგურებას…. როგორც ზემოთ ვთქვი, მე ტყეს საუკეთესო მეგობრად მივიჩნევ და ისე უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და მოვუაროთ, როგორც საუკეთესო მეგობარს დავეხმარებოდით. პირადად მე რომ გავიზრდები არასოდეს მოვჭრი ხეს და არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შევუქმნი საფრთხეს, როგორც სხვები აკეთებენ. ასეთები კი ცოტანი არიან,” – წერს მეექვსე კლასელი ბიჭუნა.

“ჩემი მეგობარი ტყე” – ამ სათაურით უნდა დაეწერათ ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებს თხზულება. საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენისთვის უკვე მუშაობს ჟიური. დაჯილდოების ცერემონიალი ახმეტის დღის ცენტრის ეზოში გაიმართება, სადაც გამარჯვებულები და კონკურსში მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროს ნაჩუქარ კვიპაროსისა და კაკლის ნერგებს დარგავენ. ამ აქციის ორგანიზატორები და პარტნიორტები ბავშვებთან ერთად დაამაგრებენ ნერგებზე იმ აქციაში მონაწილეთა სახელ გვარებსა და კომპანიების ლოგოებს (ეკოფაქტი, ექსპრესნიუსი, სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობა,საქ. განახლებადი ენერგიების ასოციაცია. ტურისტული სააგენტო www.onlygeorgia.com ). მომავალში კი, თავიანთ სახელზე დარგულ ნერგებს თავადვე მოუვლიან. აქციაზე, ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავე უნივერსიტეტის ლოგოებიან მაისურებს, საწერ კალმებსა და ბლოკნოტებს გადასცემენ. აქციაში მონაწელეებს, საუკეთესო ნაშრომებისთვის, ასევე დაურიგდებათ ქარჩხაძის გამომცემლობისა და ინტელექტის წიგნები.

ახმეტის დღის ცენტრში, სადაც ამჟამად 29 ბავშვია, დავალებას სერიოზულად მოეკიდნენ და ბრწყინვალე ნამუშევრებიდან  ჟიურის წევრებს გაუჭირდათ რომელიმეს გამორჩევა. თუმცა, როგორც წესი, გამარვბებული უნდა გამოვლინდეს… რამდენიმე კომპანიამ სურვილი გამოთქვა, თავიანთი კომპანიის ფავორიტი ნაწარმოების ავტორები თავად დაეჯილდოვებინათ… ასე, რომ ჟიური, 28 მარტს, რამდენიმე გამარჯვებულს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” ორგანიზატორები და საინფორმაციო მხარდამჭერები არიან http://www.ekofact.com ; http://www.epn.ge ; http://www.Ireporter.ge ;  www.gurianews.com ; რადიო პოზიტივი;

 

პ.ს. ეს ნახატი, ერთ-ერთი კონკურსის მონაწილემ მოგვაწოდა.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s