გუშინ, სავაჭრო ცენტრ საბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 35 სამაშველო ჯგუფი და 300-ზე მეტი მეხანძრე 4 საათი განმავლობაში აქრობდა.
5000 კვადრატულ მეტრზე ხანძარმა გაანადგურა სავაჭრო ცენტრში არსებული 50-მდე მაღაზია. მეპატრონეებმა მხოლოდ ავეჯის ნაწილის გამოტანა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა და მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძრის მასშტაბის გამო მისი სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროებაც არსებობდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილის მერი გიგი უგულავა, დღეს, სავაჭრო ცეტრ ,,საბაში” იმყოფებოდა და ხანძრის შედეგად დაზარალებული სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა.
შემთხვევის ადგილზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი ნოდარ სანდუხაძეც იმყოფებოდა.
,,ყველაფერეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარკვეული კომპენსაცია მაინც მიიღოთ და მაქსიმალურად შევეცდები დაგეხმაროთ”, – განუცხადა დაზარალებულებს გიგი უგულავამ.