თბილისში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ხანძარია. იწვის ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორია. ხანძარს მსვერპლი არ მოჰყოლია და არც საცხოვრებელ სახლებზე გადასულა.თუმცა ხანძარმა გამოიწვია ჰაერის დაბინძურება. კორპუსებს შორის საშინელი კვამლი და მჭვარტლი ტრიალებს.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ადგილობრივების დაუდევრობით გაჩნდა. ცეცხლი მოეკიდა გამხმარ ბალახს და საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა.
სამწუხაროდ, ხანძრის გამო დაიწვა რამდენიმე ხე.
ფოტო: ეკა სოსელია