RSS

გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი

11 თებ

gudauri wiTeliოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ორი საათის სავალზე, მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური,კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, შეფენილი კურორტზე სათხილამურო სეზონი ადრეული ზამთრიდან, გვიან გაზაფხულამდე გრძელდება.
გუდაურში 1988 წელს შეიქნა საბაგირო გზა და კურორტიც ნელ-ნელა განვითარდა. 5 საბაგირო და უამრავი სათხილამურო ტრასა, რომელსთა საერთო სიგრძე 16 კილომეტრამდეა, ვიზიტორებს საღამოს 5 საათამდე ემსახურება. საქართველოში გუდაურის ინფრასტრუქტურა ყველაზე კომფორტულ და ტექნიკურად გამართული სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. ფასების სიძვირის მიუხედავად, სტუმარიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები ბევრი ჰყავს. ყველა სათხილამურო ბილიკი განლაგებულია ალპური ველის ზონაში, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდებზე, ტყის საფარის მაღლა. სათხილამურო ბილიკებს ემსახურება ცნობილი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) მიერ აგებული საბაგიროები. მთლიანი სათხილამურო ფართი, რომელიც დაშვების სირთულის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, ხუთი სამ და ოთხადგილიანი სავარძლების მქონე და ერთიც გონდოლებიანი საბაგიროს რიგითაა დაფარული. მათ შორის ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1990 მ-ზეა, ზედა საძელეს კი – 3270 მ. მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კმ-ია.myinvari0gudauri 001

კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის (‘ლებიოდკის’) მეშვეობით ადიოდნენ.

ახალ გუდაური გონდოლაზე, მთა საძელეზე (ზღვის დონიდან 3270 მეტრზე), თუ გაგიმართლათ და მზიანი დღეა, მარცხნივ მყინვარწვერის ულამაზესი ხედებითა და მარჯვნივ კი, ხევსურეთის ჭაუხებით შეგიძიათ დატკბეთ. ჩვენ გაგვიმართლა…

გონდოლას თავში  საშინელ ყინვას მაშველებმა გადაგვარჩინეს, თავისთან შეგვიფარეს და გაგვათბეს, სამაგიეროდ, სათხილამურო  ტრასის დასაწყისში, ისე ცხელოდა, უცხოელი ვიზიტორები: უკრაინელები, მოლდოველები, რუსები და კიდევ ბევრი სხვა. მზეს მიფიცხებულები ირუჯებოდნენ. აქ ცხელი ჩაი, ცხელი შოკოლადი, ყავა და ა.შ. ყველა კომფორტია შექმნილი ვიზიტორისთვის, თუმცა ალბათ, ტრასებსა და საბაგიეროებს შორისაც კარგი იქნებოდა პირველადი მოთხოვნილების ობიექტები გაკეთებულიყო იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც სალაშროდ დადიან.

გუდაურში გამოცდილი მაშველები პატრულირებენ, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერატიულად აღმოუჩენენ დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას. გამოჩენილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე, ზამთარში გუდაურში, საძელედან პატრულირებს. მას ხშირად უწევს დაკარგულების ნისლიდან გამოიყვანა, ანდა ტრამვირებული მოთხილამურეების გადარჩენა. ჩვენი სტუმრობის დროსაც ხშირად გაჰყურებდა ჭოგრიტს და თვალს ადევნებდა დამსველებლებს. მისი თქმით, ორიოდე დღის წინ, ყველაზე მეტი ტრამვირებული იყო, ტრამვის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.

გუდაური, არა მარტო მოთხილამურეებისთვისაა საინტერესო, მთის წვერიდან ბევრი პარაშუტით ხტება, ბევრიც ლაშქრობებს აწყობს, ზოგსაც უბრალოდ, ან თევზაობა, ანდა ცხენით გასეირნება სურს…

gudauri 001 gudauri 002 gudauri 003 gudauri 004 gudauri 005 gudauri 006 gudauri 007 gudauri 008 gudauri 009 gudauri 010 gudauri 011 gudauri 012 gudauri 013 gudauri 014 gudauri 015 gudauri 016 gudauri 017 gudauri 018 gudauri 019 gudauri 020 gudauri 021 gudauri 022 gudauri wiTeli myinvari0gudauri 001 myinvari-gudauri 002 myivnvari-gudauri

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s