RSS

გამოიცა წიგნი „საქართველოს 100 კურორტი“

29 May

superi_12.inddგამომცემლობა “კლიომ” სერიით “საქართველოს საგანძური” უკვე გამოსცა “საქართველოს 100
ღირსშესანიშნაობა” და “საქართველოს 100 მუზეუმი”. ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს — “საქართველოს 100 კურორტი”, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული თითქმის ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილის შესახებ. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, წიგნში მოცემულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვადათვალიერება საინტერესო იქნება კურორტის სტუმრებისთვის.
ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის,
ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით დაინტერესებულთათვის.

წიგნის ავტორ-შემდგენლები არიან ირმა ლიპარტელიანი და თამარ ნინიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი იყო ზაზა ხიდურელი.

წიგნზე მუშაობდნენ ოლიკო ცისკარიშვილი, სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის თანადირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ნანა ესართია; წიგნს რედაქტირება ჩაუტარა ნიკოლოზ სააკაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტული პროფესორი, აკადემიკოსი და გიორგი დვალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.

წიგნის ილუსტრაციაზე იზრუნეს ფოტოგრაფთა ჯგუფმა, მათ შორის გოგა ჩანადირმა, პაატა ვარდანაშვილმა, ოლიკო ცისკარიშვილმა, რომან თოლორდავამ, ელენე ვარამაშვილმა, ბადრი ვადაჭკორიამ, ნიკა ვარძრელაშვილმა, მიხეილ როსტომაშვილმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ჯემალ კასრაძემ, დიმიტრი სილაქაძემ, გიორგი დვალაშვილმა, მაია ლუხუმაიძემ, შორენა ქათამაძემ, შუქრი გაბუნიამ, ვაჟა ჩერქეზიშვილმა, კოტე გაბრიჩიძემ, არჩილ ქიქოძემ, ირმა ლიპარტელიანმა, რომან თოლოედავამ, გოჩა კობერიძემ, დავით ძხიკვაძემ, ჯულია ჟულაყიძემ, ფრიდონ გეგეშიძემ, სერგეი ნობიკოვმა, გიორგი პავლაძემ, ივანე გოლიაძემ, ბაჩო ხორგუაშვილი, ნანა ბერიშვილმა, ბაქარ მეტრეველმა, პაატა ლიპარტელიანმა, ბელა ჩაჩუამ, ზურა მჭედლიშილმა, ირაკლი მეზვრიშვილმა, გიორგი გელაშვილმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ, თამაზ დუნდუამ, რუსუდან ცისკრელმა, ბაგრატ თავბერიძემ, ეკა გიორგაძემ, ხათუნა მაღლაკელიძე, გიორგი ბარისაშვილმა, ალექსანდრე ტოკარევმა, ვიქტორ სოკოლოვმა, ვლად ბელიკმა, ვლადიმირ მალდერიმ და ვლადიმერ ოიამ.

გამომცემლობა მადლობას უხდის დოქტორ აბდულა აჰმედ ბაჰამამს, რომლის თანადგომითაც მოხერხდა ამ წიგნის მომზადება და გამოცემა.

დღეისთვის საქართველოს ტერიტორია 69.7 ათას კმ2-ს მოიცავს. ამ მცირე ფართობზე 11 კლიმატური სარტყელია, რაც, გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ლანდშაფტის მკვეთრად განსხვავებულ ტიპებს ქმნის. კლიმატური სარტყლების სიმრავლე, მარად თოვლიანი მწვერვალები და მყინვარები, შავი ზღვის თბილი სუბტროპიკული სანაპირო, ვრცელი დაბლობები, მთები, ტბები, მდინარეები და მიწის წიაღიდან ამოსულ იათასობით მინერალური წყარო საკურორტო ადგილების სიუხვეს განაპირობებს: ქვეყანაშ ირეგისტრირებულია 103 კურორტიდა 340 საკურორტოადგილი; მიკვლეულია მინერალური წყლის 2000-ზე მეტი გამოსავალი, რომელთა ჯამური დებიტი დღე-ღამეში ასეულობით მილიონ ლიტრს შეადგენს. მინერალურ წყლებს შორის გვხვდება ისეთი ძვირფასი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყაროები, როგორიცაა ბორჯომი და ნაბეღლავი (ვიშისტიპის), ზვარე, ფასანაური (ესენტუკისტიპის), ლუგელის უნიკალური ქლორიდულ-კალციუმიანი წყალი; მაღალი თერაპიული ეფექტიანობით ხასიათდება თერმული სულფიდური, რადონული, აზოტოვანი, სალიციუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც გამოიყენება სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ამ წყლებით მკურნალობენ წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე.

საქართველო მდიდარია მთის კლიმატური კურორტებით, სადაც მზის სპექტრის, განსაკუთრებით კი მისი ულტრაიისფერი ნაწილის მაღალი აქტივობა, ჯანსაღი ჰაერი და ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა მკურნალობისა და დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

უმნიშვნელოვანესი საკურორტო ზონაა შავის ზღვისპირეთი. სოხუმში, ბათუმში, ქობულეთში, მახინჯაურსა და სარფში კლიმატური თერაპიაე ფექტიანია მთელი წლის განმავლობაში. ზღვის ჰავა დადებითად მოქმედებს როგორც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოების დაავადებებზე, ისე ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებზე. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე (ურეკში, გრიგოლეთსა და მალთაყვაში) სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება უნიკალური მაგნეტიტური ქვიშა.

ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი საკურორტო ფაქტორების გარდა, საქართველოში მოიპოვება სხვადასხვა სამკურნალო ტალახი (ახტალა, კუმისი); სუნთქვის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კარსტული მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატი. საქართველოს ბუნებრივი პირობების წყალობით სამკურნალო ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ეკოტურიზმის ფარგლებშიც, სადაც ერთმანეთს ერწყმის სპელეოტურიზმი და სპელეოთერაპია, საცხენოსნო ტურიზმი დარაიტ თერაპია, ღვინის ტურიზმი და ენოთერაპია, სპა-ტურიზმი და ბალნეოთერაპია.

სამკურნალო წყაროების სიკეთით ქართველები ძველთაგანვე სარგებლობდნენ. ამას ადასტურებს ბორჯომში, ეკატერინე სწყაროს მახლობლად აღმოჩენილი, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისით დათარიღებული თლილი ქვით ნაშენი შვიდი აბაზანა.  მიწიდან ამოხეთქილი, უცნაური თვისებების მქონე მდუღარე წყაროების აღმოჩენას უკავშირდება ლეგენდა საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის დაარსების შესახებ.

XVIII საუკუნის პირველნახევარში მოღვაწე ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ცნობით, თბილისში იმ დროს ყოფილა „აბანონი ექვსნი და… გოგირდის მომდინარე ცხელი წყალი“. იგივე ვახუშტი ბატონიშვილი, აგვიწერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამკურნალო წყაროების მდებარეობას და თვისებებს: მაგალითად, კოჯორთანახლოს, დიდგორი სმთაზე, ყოფილაწყალი, რომელიც „ციებით გაყვითლებულმან უკეთ უსვას და დაიბანოს პირი, წამს განიკურნება“; ატენში (გორი) „სდის თბილიწყალი, მკურნალ იბუგრისა“; დმანისში ყოფილა წყარო, „რომელიც ჰკურნავს მუწუკთა“ და კიდევმ ეორე წყარო, „რომელიდაამ სხვრევს ქვას აშირიმისასა და დააყრევინებს სმითა“; ოცხეში (დღევანდელი აბასთუმანი) სულაც აბანო ყოფილა გამართული: აქ გადმოდიოდა წყალი „ფრიად დიდი და ცხელი, დუღარის სზგავსი“, რომელიც კურნავდა „ქარით დახუთულსა, მუწუკთა და ბუგრსა, ძნიად საკურნებელთა მკურნალთაგან“.

საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქვეყანაში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა სანატორიუმები და სამკურნალო დაწესებულებები ბორჯომსა და აბასთუმანში; ყურადღება მიექცა აფხაზეთისა და აჭარის შავი ზღვისპირა კურორტების პოტენციალს. თუმცა ბუნებრივი რესურსებისათვისების ხარისხი ამ პერიოდში უმნიშვნელო იყო, ხოლო დამსვენებელთა სოციალური ბაზა _ შეზღუდული. ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, 1926 წელს, არსებული პანსიონატებისა და აგარაკების ნაციონალიზაცია განხორციელდა და საქართველო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯანმრთელობის კერად გამოცხადდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 102 კურორტი ფუნქციონირებდა, აქედან 6 საკავშირო (ბორჯომი, გაგრა, ქობულეთი, ახალიათონი, ბიჭვინთა, წყალტუბო), 85 რესპუბლიკურიდა 61 ადგილობრივი მნიშვნელობის. 1986 წლისთვის საქართველოს კურორტებზე არსებული 394 სანატორიუმი წლის განმავლობაში 2 მლნ. ადამიანს უწევდა მომსახურებას. ქვეყანაში საკურორტო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად მოიშალა XX ს-ის ბოლო ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად. კონფლიქტის ზონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) წარმოებული საომარი მოქმედებების დროს მამაპაპისეული მიწიდან აყრილმა ქართულმა მოსახლეობამ მშვიდობიან რეგიონებს შეაფარა თავი და დროებით იქ არსებულ სანატორიუმებსა თუ პანსიონატებში დაიდო ბინა. იძულებით ადგილნაცვალი პირებიდან ბევრი დღესაც ყოფილ სამკურნალო დაწესებულებებში ცხოვრობს.

ამჟამად ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა ვითარდება, ყურადღება ექცევა კურორტების აღორძინებას, ძველი ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ახლის შექმნას. სამწუხაროდ, არსებული საკურორტო პოტენციალის უმეტესი ნაწილი აუთვისებელია, გამოუყენებელია ასობით უნიკალური სამკურნალო წყარო და მიწის წიაღიდან ამოსული ბუნების საჩუქარი ისევ მიწაში იკარგება. ამასთან, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, სადაც არაერთიმნიშვნელოვანი კურორტი და საკურორტო ზონაა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ ამ წიგნში მათ შესახებაც გვეამბა, რადგან აფხაზეთიცა და ცხინვალი სრეგიონიც ისტორიული საქართველოა და ადრე თუ გვიან ეს ორივ ეკუთხე კვლავ დაუბრუნდება დედასამშობლოს.

ჩვენი წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის: ტუროპერატორებისთვის, პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ინვესტორებისთვის და, პირველყოვლისა, მათთვის, ვინც სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, შევეცადეთ, მკითხველისთვის გაგვეცნო თითოეული კურორტის შექმნის ისტორია, ხალხში გავრცელებული ლეგენდები და გადმოცემები სასწაულმოქმედი სამკურნალო წყაროებისშესახებ, იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვა-დათვალიერება საინტერესო იქნება კურორტზე სამკურნალოდ ჩასულებისთვის. დღემდე ნაკლები ყურადღება ექცევა კურორტების ამ „გვერდით“ ფაქტორებს, არადა ავადმყოფს ჰავის, სამკურნალო ფაქტორებისა და კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, უთუოდ გამოადგება ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ატრაქციების შესახებ. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. ამას ემატება კარსტული მღვიმეები, წყალუხვი მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები დაუამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. ეს მეორეული ხასიათის ცნობებიის ევეაუცილებელია, როგორც ძირითადი, რადგან სიძველეთა თუ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად ფეხით მოგზაურობა სასიამოვნო და სასარგებლო ფიზკულტურაა და ზოგჯერ დამსვენებელს წმინდა სამკურნალო მიზნითაც სჭირდება.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება საქართველოს ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით. ვიმედოვნებთ, ჩვენი წიგნი ამ ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს და უნიკალური სარეკრეაციო ფაქტორებით მდიდარ ბევრ მივიწყებულ ადგილს შეახსენებს ან გააცნობს მათ. – აცხადებენ გამომცემლობაში.

თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სიკეთეზე დაფიქრდება და საქართველოს რომელიმე კურორტზე გადაწყვეტს დასვენებას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s