გამომცემლობა “კლიომ” სერიით “საქართველოს საგანძური” უკვე გამოსცა “საქართველოს 100
ღირსშესანიშნაობა” და “საქართველოს 100 მუზეუმი”. ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს — “საქართველოს 100 კურორტი”, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული თითქმის ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილის შესახებ. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, წიგნში მოცემულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვადათვალიერება საინტერესო იქნება კურორტის სტუმრებისთვის.
ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის,
ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით დაინტერესებულთათვის.