RSS

Daily Archives: 23/05/2014

დარიალის ხეობაში, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვნეს

IMGL3504შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს. საავტომობილო გზის ნაშალი მიწისგან გაწმენდის შედეგად მაშველებმა სატვირთო მანქანის ნაწილები ამოიღეს და სავარაუდოდ, ავტომანქანის მძღოლის ცხედარს მიაგნეს. სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელია. ნაპოვნი სატვირთო მანქანის აღწერილობა და მონაცემები გადაეცა კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შტაბს. მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 5 პიროვნების საპოვნელად.

Read the rest of this entry »