RSS

Monthly Archives: ივნისი 2014

მიწისძვრა ყარაღაჯთან

miwisZvra 03დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ დედოფლიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კილომეტრში და სოფელ ყარაღაჯიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა 4.8 მაგტნიტუდის მიწისძვრა.

Read the rest of this entry »

 

პეტრას ციხის ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებიან

qobuleTiავტორები: სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, თორნიკე პატარაია

ავტომობილები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელს და ამავე სამსახურის კონტრაქტორი ინდმეწარმის საკუთრებაა. ისტორიული ციხეზე გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი დიანა ვასაძე ამბობს, რომ მან ტრანსპორტი ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიყვანა და მოსალოდნელ შედეგზე არ უფიქრია. იგი განმარტავს, რომ კანონდარღვვა მიზანმიმართულად არ ჩაუდენია და ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე მუსიკალური ინსტრუმენტების ახლოს მიტანის მიზნით შეიყვანა. მისი მტკიცებით, აკრძალვის შესახებ ციხის მეთვალყურეს მითითება არ მიუცია.

საპირისპიროს ამტკიცებს პეტრას ციხე-სიმაგრის მეთვალყურე. მერი მჟავანაძის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე ავტომობილების შეყვანა დაუშვებელია. იგი აქვე განმარტავს, რომ ავტომობილების მფლობელები აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.

„ძეგლს, რომელსაც თავისი მნიშვნელობით საქართველოში ანალოგი არ აქვს, მასზე ავტომობილებით გადაადგილება ყოვლად დაუშვებელია“, – ასე აფასებს ფაქტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა.

ისტორიული პეტრას ციხესიმაგრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ბალანსზეა. რა რეაგირებას მოახდენს უწყება აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენთვის უცნობი დარჩა. სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით. საკითხზე დღეს განმარტებების არ გააკეთეს ციხეზე მყოფმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა.

http://tv25.ge/?page=news&news_id=12218

 

 

ზოოპარკში პითონების მატებაა :)

piTonebuiთბილისის ზოოპარკში პითონების მატებაა… თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე წერენ, რომ “ჩვენს ზოოპარკში ღუნღულებისა და ფუმფულების გარდა პრიალები და სრიალებიც მრავლდებიან. რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეგზოტარიუმში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა. შეიძლება ამ პატარების ჩახუტების, მოფერებისა და ჩაკოცნის მსურველი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ ახლად გამოჩეკილ პითონიკოებს აუცილებლად უნდა მივეგებოთ, მით უფრო, რომ ეს რომბისებური პითონების გამრავლების პირველი შემთხვევაა თბილისის ზოოპარკში. ”

Read the rest of this entry »

 

მაშველებმა ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის საძიებო-სამაშველო ფართო მასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს

borjomi 019შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსანახად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიება ჩაატარა.

Read the rest of this entry »

 

შსს გაუჩინარებული გერმანელი მეცნიერის ძებნაში დახმარების თხოვნით მოქალაქეებს მიმართავს

turisti germaneliმაშველები ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ძებნას აგრძელებენ.

დაკარგული მეცნიერის მოსანახად სამთო-სამაშველო ჯგუფებმა “საფეხმავლო ბილიკები გაიარეს და ვერტმფრენიდან დათვალიერება განახორციელეს”.

Read the rest of this entry »

 

დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა

darialiდღეს, დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა. გზის გახსნისთვის საჭირო ბოლო სამუშაოებს ადგილზე ადევნებდნენ თვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი.

Read the rest of this entry »

 

ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დოკუმენტის წარდგენა

garemos dacvis logoთბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის 2014-2020 (NBSAP) დოკუმენტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ხათუნა გოგალაძემ და თამარ სანიკიძემ სერტიფიკატებით ის პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებიც საგანმანათლებლო კამპანიაში „ბაღის ფრინველთა საათი” იყვნენ ჩართული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უკვე ექვსი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო კამპანიას „ბაღის ფრინველთა საათი”, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Read the rest of this entry »

 

ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას – სოლიდარობა TV 25-ს

10430433_10203887554407718_558388190549172382_n„სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“, „მე რეპორტიორი“ და „ეკოფაქტი“, სოლიდარობას ვუცხადებთ TV25-ს და ვწვეტთ მუშაობას…

ხელისუფლებას მოვუწოდებთ დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე შანტაჟისა და შეურაცხყოფის ფაქტები. რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე ყოვლად დაუშვებელია ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულირება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მიმართულებით შეტევა მედიაზე, ცალკეული ჟურნალისტებისადმი შეუარცხმყოფელი გამოთქმები და ზეწოლის მცდელობა.

Read the rest of this entry »

 

მაშველებმა პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს


myinvarwveri 002შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი პოლონელი ტურისტი პიპროსტან მაინცილოვსკი ჩამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

tao 0055 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

Read the rest of this entry »