დღეს, დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა. გზის გახსნისთვის საჭირო ბოლო სამუშაოებს ადგილზე ადევნებდნენ თვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი.
Daily Archives: 14/06/2014
დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა
ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დოკუმენტის წარდგენა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის 2014-2020 (NBSAP) დოკუმენტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ხათუნა გოგალაძემ და თამარ სანიკიძემ სერტიფიკატებით ის პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებიც საგანმანათლებლო კამპანიაში „ბაღის ფრინველთა საათი” იყვნენ ჩართული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უკვე ექვსი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო კამპანიას „ბაღის ფრინველთა საათი”, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.