RSS

Daily Archives: 29/06/2014

მიწისძვრა ყარაღაჯთან

miwisZvra 03დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ დედოფლიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კილომეტრში და სოფელ ყარაღაჯიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა 4.8 მაგტნიტუდის მიწისძვრა.

Read the rest of this entry »

 

პეტრას ციხის ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებიან

qobuleTiავტორები: სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, თორნიკე პატარაია

ავტომობილები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელს და ამავე სამსახურის კონტრაქტორი ინდმეწარმის საკუთრებაა. ისტორიული ციხეზე გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი დიანა ვასაძე ამბობს, რომ მან ტრანსპორტი ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიყვანა და მოსალოდნელ შედეგზე არ უფიქრია. იგი განმარტავს, რომ კანონდარღვვა მიზანმიმართულად არ ჩაუდენია და ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე მუსიკალური ინსტრუმენტების ახლოს მიტანის მიზნით შეიყვანა. მისი მტკიცებით, აკრძალვის შესახებ ციხის მეთვალყურეს მითითება არ მიუცია.

საპირისპიროს ამტკიცებს პეტრას ციხე-სიმაგრის მეთვალყურე. მერი მჟავანაძის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე ავტომობილების შეყვანა დაუშვებელია. იგი აქვე განმარტავს, რომ ავტომობილების მფლობელები აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.

„ძეგლს, რომელსაც თავისი მნიშვნელობით საქართველოში ანალოგი არ აქვს, მასზე ავტომობილებით გადაადგილება ყოვლად დაუშვებელია“, – ასე აფასებს ფაქტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა.

ისტორიული პეტრას ციხესიმაგრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ბალანსზეა. რა რეაგირებას მოახდენს უწყება აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენთვის უცნობი დარჩა. სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით. საკითხზე დღეს განმარტებების არ გააკეთეს ციხეზე მყოფმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა.

http://tv25.ge/?page=news&news_id=12218