24-27 ივლისს პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში, 20-მდე სხვადასხვა მედია-საშუალების წარმომადგენელი მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს და თვითმმართველ ქალაქ ფოთს ეწვია და კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიები მოინახულა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტები მყინვარ „ჭალაათის“ მაგალითზე მყინვარებზე კლიმატის ცვლილების გავლენას გაეცნენ ანაკლიის ზღვისპირა ზოლზე კი აბრაზიულ პროცესებს დააკვირდნენ. ჟურნალისტები, კოლხეთის ეროვნულ პარკსაც ეწვივნენ,
Monthly Archives: ივლისი 2014
საინტერესო მედიატური ჟურნალისტებისთვის
თბილისის ზოოპარკში მაიმუნი დაიბადა
ზოოპარკში მატებაა!!! – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.
უსაყვარლეს ახალშობილზე, პაწაწუნა ჰამადრილზე, დედამ უარი თქვა და ახლა ზოოპარკის თანამშრომლების მზრუნველობის ქვეშაა. მას აზღარბული შავ-შავი ქოჩორი და ჭკვიანი, ღილებივით თვალები ამშვენებს, პიანისტივით გრძელი თითების პატრონი ბუნებრივი, შავი მანიკიურითაც იწონებს თავს.
შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ჩამოიყვანეს
გერგეთობას გილოცავთ
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
ნარჩენების მართვის პრობლემა საქართველოში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. ზოგიერთ ქვეყნებში მინის ნარჩენების განცალკევებული შეგროვებით დაკავებული არიან სპეციალიზირებული საწარმოები: ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის მწარმოებელ ფირმებს გააჩნიათ სპეციალური შემგროვებელი პუნქტები. ხოლო, მინის ნამსხვრევების სორტირებისა და გადამუშავების დანადგარები, როგორც წესი დამონტაჟებულია უშუალოდ მინის ქარხნებში. გერმანიაში ფირმებს, რომლებიც დაკავებულები არიან მინის ნარჩენების შეგროვებით, მინის ქარხნებში ეს ნედლეული უკვე წინასწარ დამუშავებული და შესაბამის ზომებად დამსხვრეული შეაქვთ. უნგრეთში მინის ნარჩენების, ისევე, როგორც სხვა მეორად ნედლეულს, აგროვებენ ორგანიზაციები. ნარჩენები გროვდება, როგორც სპეციალურ სტაციონალურ კონტეინერებში, ასევე აქ იყენებენ „მოძრავ“ მეთოდს, რომელიც ასევე გულისხმობს წარმოებებისა და დასახლებული უბნების რეგულარულ შემოვლებს.
თუშეთში ბანკომატი – ია ჩრდილოეთ პოლუსზე
დაიწყო ზაფხული და თუშეთსაც მიაშურა უამრავმა საზღვარგარეთელმა თუ ადგილობრივმა ტურისტმა. თუშეთის განუმეორებელი ლანდშაფტითა და უამრავი უნიკალური ძეგლით მოხიბლული ტურისტი, ასევე უამრავ პრობლემას აწყდება. ცივილიზაციისგან მოწყვეტილნი ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. თუშეთში სხვა პრობლემებთან ერთად, არ არის გამართული სამედიცინო მომსახურება, მაღაზია, 50 სოფლიდან მხოლოდ ორში ფუნქციონირებს, არ არის ბენზინგასამართი სადგურები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბანკებზე და ბანკომატებზე. უცხოელი ტურისტები, ხშირად ბედის ანაბარად რჩებიან და მხოლოდ კეთილი თუშების გულისხმიერების წყალობით აღწევენ მთიდან თავს.
სკოლის მიმდებარე შესასვლელსა და ნაძვნარს საფრთხე ემუქრება…
თბილისის 157-ე საჯარო სკოლას, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება,ორი შესასვლელი აქვს -ერთი ცენტრალური, მეორე – სათადარიგო. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა თქმით, სათადარიგო ანუ გვერდითი შესასვლელით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და უმწეობი, რომლებიც თითქმის ყოველ დღე დადიან სადილად,სკოლის ერთ -ერთ კორპუსში განთავსებულ უმწეოთა სასადილოში. ამ გზით მათ გაცილებით ეადვილებათ სასადილომდე მისვლა და არც სასწავლო პროცესს უშლიან ხელს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სკოლის თანამშრომელთა განცხადებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოსახლემ ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო. სკოლის პედსაბჭომ ოფიციალურ ორგანოებს მიმართა მერიაში, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ეს უკვე კერძო ტერიტორიაა და ამ პიროვნებას აქვს აშენების უფლება. თუმცა მშენებლობამ სკოლის გვერდითი შესასვლელის გაუქმება გამოიწვია. ამრიგად სკოლა დარჩა ერთი ცენტრალური შესასვლელის ამარა. რაც საფრთხის მომტანია სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, უმწეოებისთვის.