RSS

თბილისის ზოოპარკში მაიმუნი დაიბადა

31 Jul

maimuniზოოპარკში მატებაა!!! – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

უსაყვარლეს ახალშობილზე, პაწაწუნა ჰამადრილზე, დედამ უარი თქვა და ახლა ზოოპარკის თანამშრომლების მზრუნველობის ქვეშაა. მას აზღარბული შავ-შავი ქოჩორი და ჭკვიანი, ღილებივით თვალები ამშვენებს, პიანისტივით გრძელი თითების პატრონი ბუნებრივი, შავი მანიკიურითაც იწონებს თავს.

“პატარის გადასარჩენად მისი ვოლიერიდან გამოყვანა მოგვიწია. ახლა მას ჩვენი ძიძა ევლება თავს. საწოვარადან აჭმევს, კალათში აძინებს სათამაშოებთან ერთად და  პამპერსებსაც უცვლის.” – აცხადებენ თბილისი ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ჰამადრილის ბაბუინი ანთრისებრთა ოჯახის და პავიანების გვარის წარმომადგენელია. ეს გასაოცარი ცხოველები, მათი გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s