RSS

შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ჩამოიყვანეს

17 Jul

myinvarwveri 002შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ქალბატონი ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა ყაზბეგში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლისას, 1963 წელს დაბადებულ რუს ტურისტ ლიდია ფუკინას ფეხი დაუცურდა, მოიტეხა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მაშველებმა ლიდია ფუკინას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაბაში ცხენით ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s