RSS

საინტერესო მედიატური ჟურნალისტებისთვის

31 Jul

IMG_7103 24-27 ივლისს პროგრამის  “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში, 20-მდე სხვადასხვა მედია-საშუალების წარმომადგენელი მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს  და თვითმმართველ ქალაქ ფოთს  ეწვია და კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიები მოინახულა,  მესტიის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტები მყინვარ „ჭალაათის“ მაგალითზე მყინვარებზე კლიმატის ცვლილების გავლენას გაეცნენ ანაკლიის ზღვისპირა ზოლზე კი აბრაზიულ პროცესებს დააკვირდნენ. ჟურნალისტები, კოლხეთის ეროვნულ პარკსაც ეწვივნენ,

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო კვლევებისას გამოვლენილი სხვადასხვა პრობლემების გასაშუქებლად  ეს მესამე ჟურნალისტური მედია-ტურია, პირველი მედიატურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხი, ხოლო მეორე მედიატურის ფარგლებში ბორჯომის, ადიგენისა და გორის მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლად ტერიტორიებსა და პრობლემებს გაეცნენ.

პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

“ჟურნალისტი, ყველაზე პროდუქტიული მაშინაა, როცა ის მოვლენის ეპიცენტრშია, როცა ხედავს, გრძნობს და განიცდის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ უაღრესად საინტერესო და დატვირთული ექსპედიციიდან, მეც და ჩემმა კოლეგებმაც საკუთარი ქვეყანა სულ სხვა კუთხით დავინახეთ. რეალობა კი, როგორც წესი სავსეა კონტრასტებითა და საინტერესო ისტორიებით. ზუსტად ვიცი, ამაზე ბევრი დაიწერება. მადლობა ორგანიზატორებს, რომლებიც პროფესიული უნარებისა და გამოცდილების გაღრმავებაში გვეხმარებიან“. – ამბობს დავით მაღლაფერიძე „ფოლკრადიოს“ მაუწყებლობის დირექტორი და მედიატურის ერთგული მონაწილე.

“უკვე მეორედ მიწევს მედიატურში მონაწილეობა, სადაც ვეცნობით რეგიონებში კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას და პარალელურად ვნახულობ იმ ადგილებსაც, სადაც კლიმატური ცვლილებები შეეხო, მაგალითად სვანეთში, ჭალაათის ხეობური ტიპის მყინვარს. რაც მთავარია მედიის წარმომადგენლებს ექსპერტები გვიხსნიან თუ რას იწვევს ეს ცვლილებები. მთელი ეს ტურები მნიშვნელოვნად არის დაგეგმილი. ასეთი ტიპის შეხვედრები ჟურნალისტებმა კარგად უნდა შეაფასონ და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს თავიანთ მკითხველს თუ მაყურებელს,” – გვეუბნება გიორგი გირკველიძე “გურია ნიუსის” ჟურნალსიტი და მედია ტურის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

მედიატური მონაწილეთა აზრი ერთსულოვანია, ისინი ამგვარი მედიატურების განხორცილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის, რადგან ისინი,  პროფესიონალებთან ერთად, ადგილზე სწავლობენ  და უკეთ ეცნობიან პრობლემას.

“მედია-ტურები ჩვენი პროგრამის მნიშვნეოვანი კომპონენტია, რითაც ჩვენ როგორც ჟურნალისტების, ასევე მოსახლეობი ცნობიერების ამაღლებას ვახერხებს კლიმატის ცვლილებებზე, ხოლო მედია-ტურების ფორმატი -ჟურნალისტები თავას მონაწილეობდნენ სამეცნიერო ექპედიციებში, ნათლად აჩვენებს მათ თუ რა გავლენა აქვს კლიმატიც ცვლილებებს სხვადახვა რეგიონებზე” – ახადებს თამარ ბაგრატია პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციდან.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას  საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიებსა და რეპორტაჟებს ზემოთ აღნიშნული ადგილებიდან🙂

ოლიკო ცისკარიშვილი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s