RSS

სკოლის მიმდებარე შესასვლელსა და ნაძვნარს საფრთხე ემუქრება…

09 Jul

10544997_814263178607652_913784896_nთბილისის 157-ე საჯარო სკოლას, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება,ორი შესასვლელი აქვს -ერთი ცენტრალური, მეორე – სათადარიგო. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა თქმით, სათადარიგო ანუ გვერდითი შესასვლელით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და უმწეობი, რომლებიც თითქმის ყოველ დღე დადიან სადილად,სკოლის ერთ -ერთ კორპუსში განთავსებულ უმწეოთა სასადილოში. ამ გზით მათ გაცილებით ეადვილებათ სასადილომდე მისვლა და არც სასწავლო პროცესს უშლიან ხელს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სკოლის თანამშრომელთა განცხადებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოსახლემ ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო. სკოლის პედსაბჭომ ოფიციალურ ორგანოებს მიმართა მერიაში, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ეს უკვე კერძო ტერიტორიაა და ამ პიროვნებას აქვს აშენების უფლება. თუმცა მშენებლობამ სკოლის გვერდითი შესასვლელის გაუქმება გამოიწვია. ამრიგად სკოლა დარჩა ერთი ცენტრალური შესასვლელის ამარა. რაც საფრთხის მომტანია სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, უმწეოებისთვის.

მასწავლებელთა თქმით, ზამთრის პერიოდში ცენტრალური შესასვლელის აღმართი იყინება და ბავშვებს მოძრაობა უჭირთ. სიტუაციას ამძიმებს მანქანების ხშირი მოძრაობაც. (შეგახსენებთ, რომ სკოლის ცენტრალური შესასვლელის, მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური მოძრაობის გამო, რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოკატასტროფებმა.) მშენებლობას, სავარაუდოდ, მრავალწლიანი ნაძვის ხე შეეწირება.

აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობა  გორაკზე დგას, მის ფერდობზე ნაძვნარია გაშენებული. “დაახლოებით ერთი თვის წინ, ნაძვები გადარგეს და თოკებით დააბეს. როგორ გადაიტანს ეს ნაძვები ადგილის შეცვლას არავინ იცის…ამბობენ, ტერიტორია გაყიდულია და კერძო მესაკუთრის საქმიანობაში ჩარევა არ შეიძლებაო. გვაინტერესებს რამდენად შეეფერება აღნიშნული სიმართლეს და რა ბედი ეწევა ჩვენი სკოლის 1980-90 -ანი წლების მოსწავლეების, დირექციის და მასწავლებლების რუდუნებით გაზრდილ ნაძვნარს,” – გვეუბნება სკოლის ერთ-ერთი  მასწავლებელი.

საყურადღებოა, რომ სკოლის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, და იმედოვნებენ, რომ მათ პრობლემას შესაბამისი უწყებები უყურადღებოდ არ დატოვებენ.

10508495_814265738607396_612164150_n 10531655_814265501940753_285403032_o

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s